როდის დასრულდება პანდემია - აღნიშნულ თემაზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, კოვიდ პანდემიის დასრულების პროგნოზირება ძნელია, თუმცა ერთი უნივერსალური წესი არსებობს ბუნებაში - ჯერ არ ყოფილა პანდემია, რომელიც არ დასრულებულიყო. მით უმეტეს ისეთ დროს, როდესაც ადამიანს არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად:
,,21-ე საუკუნეში, იმ პირობებეში, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, ელვისებური სისწრაფით შეიქმნა ვაქცინები, ანტივირუსულ პრეპარატებში ჩამორჩენა გვაქვს, მაგრამ რაღაც არსებალი მაინც მოიპოვება. გვაქვს ანტიბიოტიკები, რომლებიც მინიმუმ ბაქტერიული გართულებების დროს შეგვიძლია, გამოვიყენოთ, ასევე გვაქვს ჰორმონები, რომლებიც მართალია, არამიზანმიმართულად არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, მაგრამ მძიმე პაციენტებში ექიმებისთვის კარგი რეზერვია. გვაქვს მართვითი სუნთქვის საშუალებები. შეუძლებელია ამ ყველაფრის ფონზე პანდემია არ დასრულდეს.
ზოგიერთ ადამიანს გაუჩნდა პესიმიზმი, რომ პანდემია არასდროს არ დამთავრდება და მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ პანდემია აუცილებლად დამთავრდება. უბრალოდ ცოტა მეტი მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, გამოვიყენოთ ის, რისი საშულებაც არის, რომ დავაჩქაროთ პანდემიის დასრულების პროცესი.
რაც მთავარია, მენტალური ჯანმრთელობა უნდა შევინარჩუნოთ, რომ ბოლოს ისე არ აღმოჩნდეს, ახალი ფსიქიატრიული პანდემია დაიწყოს.
ერთი რეკომენდაცია მინდა გითხრათ, მთელი დღე ნუ მოუსმენთ კოვიდის შესახებ ინფორმაციას, გამოეთიშეთ სოციალურ მედიას. მცირე დოზით მიიღეთ თქვენთვის სანდო წყაროდან ინფორმაცია.
უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ადრე თუ გვიან პანდემია დასრულდება,'' - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)