Baby Bag

დღეს ორი მაია... ერთი მეშვიდე შვილის, მეორე კი მეთორმეტე შვილის დედა გახდა

დღეს ორი მაია... ერთი მეშვიდე შვილის, მეორე კი მეთორმეტე შვილის დედა გახდა

ღუდუშაურის კლინიკაში დღეს ერთ პალატაში ერთი მაია მეშვიდე, მეორე კი მეთორმეტე შვილის დედა გახდა:

,,დღეს ჯადოსნურ, 402-ე პალატას ვესტუმრეთ. პალატის მეგობრები, ორი მაია... ერთი მეშვიდე შვილის, მეორე კი მეთორმეტე შვილის დედა!!! მათ ისტორიებს შემდეგ პოსტებში გაგაცნობთ,'' - აღნიშნულია ღუდუშაურის კლინიკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ჩვენ ქრისტიანულ დებულებებს მივმართავთ, ნაკლებად დაგვჭირდება ძალადობა,“ - შალვა ამონაშვილი

„თუ ჩვენ ქრისტიანულ დებულებებს მივმართავთ, ნაკლებად დაგვჭირდება ძალადობა,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის სახარებისეულ საწყისებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კლასიკური პედაგოგიკა ახალი აღთქმის საფუძველზეა შექმნილი:

„მთელი კლასიკური პედაგოგიკა, მათ შორის იაკობ გოგებაშვილიც, ახალი აღთქმის საფუძველზე შეიქმნა. მართლმადიდებლური კულტურა აღზრდის ერთ-ერთი უძვირფასესი საფუძველია. არსებობს ტერმინი „ჰუმანური.“ სახარებაში ყველაფერია ჩადებული იმისთვის, რომ ჩვენ ჰუმანური პედაგოგიკა გამოვიყენოთ ბავშვებთან. ​არ გვჭირდება ჩვენ დასჯა, არ გვჭირდება მუქარები. ჩვენ გვჭირდება უმწიკვლო სიყვარული ბავშვის მიმართ. ახალი აღთქმა მოგვიწოდებს მოთმინებისკენ. მოვითმინოთ ბავშვის გადახრები, იმიტომ, რომ ის იზრდება. ჰუმანური აღზრდის ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვის სულს უნდა ჩავწვდეთ.“

შალვა ამონაშვილის თქმით, წმინდა წერილი პედაგოგიკის საწყისია:

„წმინდა წერილი ჩემთვის პედაგოგიკის საწყისია. იქ არის ნათქვამი: მშობლებო, ნუ გააღიზიანებთ ბავშვებს. მამებს მიმართავენ, ნუ გააღიზიანებთ ბავშვსო. როდის ხდება დასჯა? როდესაც ბავშვი გაღიზიანებულია, განერვიულებულია, ჩვენც გავღიზიანდით. თუ ბავშვს არ გავაღიზიანებთ ხელოვნურად, არც დასჯა დაგვჭირდება. უნდა მოვნახოთ სიამტკბილობის გზა, დათმობების გზა. თუ ჩვენ ბავშვს უსამართლოდ დავსჯით, მაშინ ვინ არის უფრო დასასჯელი: ბავშვი თუ დიდი? ყოველგვარი გაღიზიანების დროს წყდება აღზრდის პროცესი. ​თუ ჩვენ ქრისტიანულ დებულებებს მივმართავთ, ნაკლებად დაგვჭირდება ძალადობა. გიყვართ ბავშვი ხომ? დაინახეთ მასში ღვთის ნაპერწკალი და ამ ნაპერწკალს ეცით პატივი.“

შალვა ამონაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ბავშვი კარგად არ იქცევა, მშობელს შეუძლია მას დროებით გაებუტოს:

„გაბუტვა შეიძლება. ბავშვმა რაღაც ისეთი ჩაიდინა, რაც მას არ აეკადრება.​ არ დავუყვირე, უბრალოდ შევწყვიტე ურთიერთობა, ნაწყენობა გავითამაშე. აღზრდა ხელოვნებაა. ბავშვს ვაგრძნობინებ ჩემს გულისტკივილს, ჩემს ნაწყენობას. მერე, რა თქმა უნდა, შევურიგდები და ისიც ბედნიერია, მეც. ამ ნაწყენობის პერიოდში ბავშვმა რაღაც განიცადა. ეს განცდა იყო აღზრდის პროცესი.“

„ქვეყანას უნდა მივცეთ აღზრდილი ადამიანი და მერე ნასწავლი. ეს დავიხსომოთ: ​სამშობლოს მოყვარული, მშობლების მოყვარული, ადამიანთა მოყვარული ადამიანი, მზრუნველი მომავალზე და ამას შევურწყათ ცოდნები. ახლა ბევრია მცოდნე, მაგრამ მხოლოდ მომხვეჭელი, თავის თავზე მზრუნველი. ასეთი აღზრდა ძალიან ძნელად შეიძლება ჩაითვალოს მოქალაქეობრივ აღზრდად,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“


წაიკითხეთ სრულად