Baby Bag

რა ძირითადი გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ კორონავირუსის დროს?

რა ძირითადი გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ კორონავირუსის დროს?

ჯანმრთელობის პრობლემას, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს, ჩვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. იგი ზოგჯერ ყოველდღიურ რიტმსაც კი ცვლის. კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ცხოვრება ჯანმრთელობის გარეშე არაფერია და უკვე აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება. კვლევებისთვის კი საჭიროა სამედიცინო ლაბორატორია, რომელიც იქნება: სანდო, გამოცდილი და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომი.

სწორედ ასეთია „სინევო“ - ევროპული სამედიცინო ლაბორატორია შენს სახლთან ახლოს (თბილისსა და რეგიონებში)

„სინევო“ - საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელია, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ (იხილეთ ბმული →) დიაგნოსტიკურ ტესტს პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2021 წლის სექტემბრისთვის, „სინევო საქართველოს“ ქსელი მოიცავს 2 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 34 პუნქტს, რომელიც 300,000-ზე მეტ ტესტს ასრულებს.

„სინევო საქართველო“ წამყვანი საერთაშორისო ჯანდაცვისა და დიაგნოსტიკური მომსახურების პროვაიდერის, „Medicover“-ის ნაწილია. მისი უმსხვილესი წარმომადგენლობებია: პოლონეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინასა და ინდოეთში. „Medicover“ უზრუნველყოფს ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს, ამბულატორიული კლინიკების, საავადმყოფოების, სპეციალიზირებული დაწესებულების, ლაბორატორიებისა და სისხლის ასაღები პუნქტების საშუალებით, ორი მიმართულებით - ჯანდაცვისა და დიაგნოსტიკური მომსახურება.

„კოვიდ-19“ დიაგნოსტიკური ტესტები

გარდა პროფილური კვლევებისა, „სინევოში“ შეგიძლიათ ჩაიტაროთ „კოვიდ-19“ ინფექციის დიაგნოსტიკური ტესტები - PCR ტესტი, ანტისხეულების განსაზღვრა, ანტიგენის ტესტი.

(იხილეთ ბმული →) Sars-Cov-2 პჯრ (PCR) ტესტი წარმოადგენს ჯაჭვურ პოლიმერაზულ რეაქციას, რომელიც განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის გენეტიკური მასალის, ე.წ. რნმ-ის არსებობას ცხვირ-ხახის ნაცხის ნიმუშში.

გამოიყენება ვირუსის ორგანიზმში არსებობის ეჭვის შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღიდან) და ინფექციის მწვავე ფაზის დროს. გააჩნია რიგი უპირატესობები:
  • წარმოადგენს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დაიგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“;
  • ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით - 99%’;
  • ტესტი სრულდება სრულად ავტომატიზირებულ „Thermo fisher”-ის (აშშ) სისტემითა და რეაგენტებით.

​ასევე: სახელმწიფო ეპიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე PCR ტესტის ჩატარება საჭიროა საქართველოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 72 საათისა და გასვლისას, საზღვარზე წარსადგენად, არაუადრეს 48-72 საათისა. გაიცემა ორენოვანი პასუხი (ქართული და ინგლისური). მონაცემები ავტომატურად იტვირთება ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე „სინევოს“ მიერ.

„COVID-19“ ინფექციის გამომწვევი (იხილეთ ბმული →) ვირუსის SARS-Cov-2 საწინააღმდეგო სამივე ტიპის - IgG; IgM და IgA ანტისხეულებზე (საერთო მაჩვენებლი).

ტესტით დგინდება ე.წ IgG; IgM და IgA ანტისხეულების საერთო არსებობა სისხლში, რომელიც გამომუშავდება, როგორც იმუნური პასუხი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში და გამოვლინდება დაავდების აქტიურ ფაზაში და/ან მის შემდგომ, რაც მიუთითებს ვირუსის მიმართ იმუნიტეტის არსებობაზე.
ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ ვგებულობთ ვიყავით ან/და ვართ, თუ არა ინფიცირებული „COVID-19“-ის გამომწვევი ვირუსით. ტესტის უპირატესობა:

  • მაღალი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა - 99%.
  • მეთოდი: ანალიზი კეთდება ანალიზატორზე Cobas e 411, მეთოდი ელექტროქემილუმინესცენცია(ECLIA), სრულად ავტომატური დახურული სისტემა.

მწარმოებელი: Roche (გერმანია).

შეუკვეთე ონლაინ ↓

„Covid-19“ tests Group profiles+Home visit / „კოვიდ-19“ ტესტების ჯგუფური პროფილები+ბინაზე მომსახურება

(იხილეთ ბმული→) Sars-Cov-2 ანტიგენის ტესტი წარმოადგენს სწრაფ ქრომატოგრაფიულ იმუნოანალიზს, რომელიც თვისობრივად განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის ანტიგენის არსებობას ცხვირ-ხახის ნაცხის ნიმუშში.

გამოიყენება ვირუსის ორგანიზმში არსებობის ეჭვის შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღიდან) და ინფექციის მწვავე პერიოდში ანტიგენის გამოვლენის მიზნით. წარმოადგენს პჯრ ტესტის ანალოგს. გააჩნია რიგი უპირატესობები:
  • ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით - 97,5%;
  • არ საჭიროებს დამატებით აღჭურვილობას ვირუსის გამოსავლენად.;
  • ერთი ტესტის შესრულებისა და პასუხის მიღების დრო - 15-30 წუთი;
  • გამოყენების სიმარტივე - შესაძლებელია ტესტის სახლის პირობებში შესრულება;
  • ანალიზის შედეგების სწრაფად მიღება დაავადების ადრეულ ეტაპზე (პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე);
  • იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შესაძლებლობა.
მოცემული ტესტი წარმოებულია ბრიტანული კომპანია „პრესტიჟ დიაგნოსტიკის“ მიერ, რომელიც წარმოადგენს სადიაგნოსტიკო რეაგენტების წამყვან წარმოებას. რეაგენტებს აქვთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისი. კომპანიას აქვს ISO 13485: 2016 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია.
ცნობილია, რომ „COVID-19“ ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა სისხლის შედედების სისტემის დაზიანება და თრომბოემბოლია, რაც სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს. ამიტომ ექიმები გვირჩევენ შევამოწმოთ საჭირო პარამეტრები შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.

„სინევოს“ ლაბორატორიულ ქსელში შესაძლებელია ერთი ტესტით - პროფილური კვლევა „კოვიდ-19 ინფექციის გართულებების მონიტორინგი“ - ჩაიტაროთ ოთხი ძირითადი ანალიზი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ინფექციის მიმდინარეობის, სისხლის უჯრედული რეაქციისა და შედედების სისტემის მდგომარეობის შესახებ.

პროფილური კვლევა „კოვიდ-19 ინფექციის გართულებების მონიტორინგში“ შედის შემდეგი პარამეტრები:

  • სისხლის საერთო ანალიზი + (სისხლის 20 პარამეტრი და ედსი);
  • სრული კოაგულოგრამა - (5 პარამეტრი : Pt (sec) /პროთრ. დრო წმ;
  • Pt (%)/ პროთრ. დრო %; INR /საერთ. ნორმ. შეფარდება; ფიბრინოგენი; APTT /აქტივ. პარც. თრომბ. დრო)
  • D-დიმერი;
  • C რეაქტიული ცილა.

​და ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს: პროფილის ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში ჯამური ფასია 105 ლარი, ნაცვლად 123 ლარისა.

ასევე, საშუალება გაქვთ აიღოთ ე.წ. „კოვიდ პასპორტი“ - PCR ტესტის ორენოვანი რეზულტატი, რომელიც (იხილეთ ბმული →) საზღვრის კვეთის შემთხვევაში აუცილებელია.

„სახელმწიფო ეპიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, PCR ტესტის ჩატარება საჭიროა საქართველოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 72 საათისა და გასვლისას, საზღვარზე წარსადგენად, არაუადრეს 48-72 საათისა. გაიცემა ორენოვანი პასუხი (ქართული და ინგლისური). მონაცემები ავტომატურად იტვირთება ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე „სინევოს“ მიერ“.

იხილეთ შეთავაზება ↓

ასევე, ლაბორატორიამ ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სპეციალური შეთევაზება გააკეთა. მათ შეეძლებათ ისარგებლონ - 50% ფასდაკლებით პროფილაქტიკური კვლევების (General check up) და ანტისხეულების ერთობლივ პანელზე.

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თავიდან მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ დაავადება ბოლომდე ასე წარიმართება'' - მერამდენე დღიდან შეიძლება, გართულდეს კორონავირუსი?

,,თავიდან მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ დაავადება ბოლომდე ასე წარიმართება'' - მერამდენე დღიდან შეიძლება, გართულდეს კორონავირუსი?

კოვიდის სიმპტომების და მართვის თემაზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

კოვიდის სიმპტომების და მართვის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რამდენიმე, ჩემის აზრით, მნიშვნელოვან ინფორმაციას კოვიდის მქონე ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის (ცოტა ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციაა, მაგრამ ახლა უცებ რაც გამახსენდა, პაციენტების მიერ ხშირად დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე):

1. ტემპერატურის მომატება (მათ შორის მაღალ ციფრებამდე) კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია და შეიძლება გახანგრძლივდეს დიდხანს - ზოგჯერ 2 კვირამდე და მეტხანსაც. ეს კოვიდის დროს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს ის სიმპტომია, რომელიც ბინაზე მყოფ პაციენტებს განსაკუთრებით ანერვიულებს. მაღალი სიცხე, თუ ემორჩილება სიცხის დამწევებს, ავტომატურად დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე არ მიუთითებს. მხოლოდ მაღალი სიცხე ანტიბიოტიკის ჩვენება არ არის! კიდევ ვიმეორებ, ეს კოვიდის (მათ შორის მსუბუქად მიმდინარე დაავადების) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია.

2. ბინაზე მყოფ პაციენტებს ასევე ძალიან აღელვებთ ხველა, რომელიც ძირითადად არის მშრალი და შემაწუხებელი. როგორც წესი, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები დიდად ეფექტური არ არის. ხველა შეიძლება გახანგრძლივდეს სიმპტომების დაწყებიდან 15 დღემდე, იშვიათად მეტხანს. ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული სველი, ნახველიანი ხველის არსებობაზე, რაც შეიძლება ბაქტერიული გართულების სიმპტომი იყოს.

3. ბავშვებში შედარებით ხშირია სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ანუ გულისრევა და ფაღარათი. ასეთ დროს ზოგჯერ ამბობენ, რომ დაერთო „ენტეროვირუსი“ (თავისთავად, ეს ტერმინიც არასწორია), სინამდვილეში კი ეს უმეტესად კოვიდის სიმპტომებია. ფაღარათი და გულისრევა ნაკლებად ხშირია, მაგრამ მოზრდილებშიც გვხვდება.

4. ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადის სატურაციის გაზომვა. ეს არის შედარებით მარტივი საშუალება მდგომარეობის დამძიმების შესაფასებლად ბინის პირობებში. პულსოქსიმეტრები ხელმისაწვდომია სხვადასხვა საიტებზე და აფთიაქებში. გამოჯანმრთელებულებს ეს მოწყობილობა არ ჭირდებათ და შესაძლებელია ვინც ვერ ყიდულობს, ვათხოვოთ, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, ბინაზე მართვისთვის ეს ზოგჯერ ერთადერთი რეალური შეფასების საშუალებაა.

5. სატურაციის გაზომვისას სასურველია თითი იყოს თბილი, რადგან ცივი კიდურები ზოგჯერ სატურაციის მცდარად დაბალ მაჩვენებელს იძლევა.

6. გართულებების რისკი მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის პაციენტებშიც არსებობს, რაც ხშირია მე-5-მე-7 დღიდან. ამიტომ თავიდან მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ დაავადება ბოლომდე ასე წარიმართება. ზოგჯერ ამ ვადაზე იწყება სუნთქვის გაძნელება და ყველაზე ხშირად ჰოსპიტალიზაცია სწორედ ამ პერიოდში ხდება ხოლმე საჭირო.

7. მნიშვნელოვანია, კოვიდის მქონე პაციენტებმა იცოდნენ, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს მათი სიმპტომები საყურადღებოდ და ზოგჯერ საგანგაშოდაც კი (მაგალითად, უნდა ითვლიდნენ სუნთქვის სიხშირეს და თუ წუთში 25-ს აღემატება, საყურადღებოა, ხოლო თუ 30-ს, ეს ერთ-ერთი საგანგაშო სიმპტომია).

სატურაცია უნდა იყოს 94 და მეტი. თუ 92-ს ქვემოთ ეცემა, პაციენტს ჭირდება სამედიცინო დახმარება (ძირითადად იგულისხმება ჟანგბადის მიწოდება, თუმცა არამხოლოდ).

8. პაციენტები ღელავენ, როცა ვერ იტარებენ გულმკერდის რადიოლოგიურ გამოკვლევას. ნამდვილად არ არის აუცილებელი რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია ისეთი ინტენსივობით, როგორც ამას ჩვენთან იყენებენ. ფილტვის რადიოლოგიური ცვლილებები კოვიდის მქონეთა დიდ ნაწილს ისედაც აქვს (მათ შორის შეიძლება იმათაც, ვისაც PCR უარყოფითი აქვს) და პნევმონიის არსებობა არ ნიშნავს, რომ კოვიდის მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე. პაციენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ექიმების მიმართ იმიტომ, რომ პნევმონია დაუფიქსირდათ და ექიმმა არ დანიშნა ანტიბიოტიკი. ტომოგრაფიაზე პნევმონიის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ პაციენტს ანტიბიოტიკები ჭირდება, რადგან პნევმონია უმეტესად ვირუსულია და ანტიბიოტიკები არ არის მიმართული ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ.

ასეთი ინტენსივობით კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენების მავნე შედეგებს, სამწუხაროდ, მომავალში მოვიმკით. არადა, პაციენტის მართვაში ამ გამოკვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც თუ ისე ხშირად აქვს. განსაკუთრებით საშიშია ხშირი გამოყენება ბავშვებში, სადაც მცირეა გართულებების რისკები და შესაბამისად, კომპიუტერული ტომოგრაფიის აუცილებლობა უკიდურესად იშვიათია.

წაიკითხეთ სრულად