„სინევო“ - საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელია, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ (იხილეთ ბმული →) დიაგნოსტიკურ ტესტს პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2021 წლის სექტემბრისთვის, „სინევო საქართველოს“ ქსელი მოიცავს 2 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 34 პუნქტს, რომელიც 300,000-ზე მეტ ტესტს ასრულებს.
„კოვიდ-19“ დიაგნოსტიკური ტესტები
(იხილეთ ბმული →) Sars-Cov-2 პჯრ (PCR) ტესტი წარმოადგენს ჯაჭვურ პოლიმერაზულ რეაქციას, რომელიც განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის გენეტიკური მასალის, ე.წ. რნმ-ის არსებობას ცხვირ-ხახის ნაცხის ნიმუშში.
- წარმოადგენს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დაიგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“;
- ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით - 99%’;
- ტესტი სრულდება სრულად ავტომატიზირებულ „Thermo fisher”-ის (აშშ) სისტემითა და რეაგენტებით.
„COVID-19“ ინფექციის გამომწვევი (იხილეთ ბმული →) ვირუსის SARS-Cov-2 საწინააღმდეგო სამივე ტიპის - IgG; IgM და IgA ანტისხეულებზე (საერთო მაჩვენებლი).
- მაღალი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა - 99%.
- მეთოდი: ანალიზი კეთდება ანალიზატორზე Cobas e 411, მეთოდი ელექტროქემილუმინესცენცია(ECLIA), სრულად ავტომატური დახურული სისტემა.
მწარმოებელი: Roche (გერმანია).
(იხილეთ ბმული→) Sars-Cov-2 ანტიგენის ტესტი წარმოადგენს სწრაფ ქრომატოგრაფიულ იმუნოანალიზს, რომელიც თვისობრივად განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის ანტიგენის არსებობას ცხვირ-ხახის ნაცხის ნიმუშში.
- ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით - 97,5%;
- არ საჭიროებს დამატებით აღჭურვილობას ვირუსის გამოსავლენად.;
- ერთი ტესტის შესრულებისა და პასუხის მიღების დრო - 15-30 წუთი;
- გამოყენების სიმარტივე - შესაძლებელია ტესტის სახლის პირობებში შესრულება;
- ანალიზის შედეგების სწრაფად მიღება დაავადების ადრეულ ეტაპზე (პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე);
- იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შესაძლებლობა.
- სისხლის საერთო ანალიზი + (სისხლის 20 პარამეტრი და ედსი);
- სრული კოაგულოგრამა - (5 პარამეტრი : Pt (sec) /პროთრ. დრო წმ;
- Pt (%)/ პროთრ. დრო %; INR /საერთ. ნორმ. შეფარდება; ფიბრინოგენი; APTT /აქტივ. პარც. თრომბ. დრო)
- D-დიმერი;
- C რეაქტიული ცილა.
და ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს: პროფილის ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში ჯამური ფასია 105 ლარი, ნაცვლად 123 ლარისა.
ასევე, საშუალება გაქვთ აიღოთ ე.წ. „კოვიდ პასპორტი“ - PCR ტესტის ორენოვანი რეზულტატი, რომელიც (იხილეთ ბმული →) საზღვრის კვეთის შემთხვევაში აუცილებელია.
იხილეთ შეთავაზება ↓
ასევე, ლაბორატორიამ ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სპეციალური შეთევაზება გააკეთა. მათ შეეძლებათ ისარგებლონ - 50% ფასდაკლებით პროფილაქტიკური კვლევების (General check up) და ანტისხეულების ერთობლივ პანელზე.
R.