პოეტი გელა დაიაური, რომელმაც წლების წინ ავარიით მეუღლე და შვილები დაკარგა, ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უთანაგრძნობს მამაკაცს, რომელსაც ოჯახის ოთხი წევრი გარდაეცვალა.
„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში... როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის!!!! დიდი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა... რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა იტრიალებს შენს გონებაში. მთელი ცხოვრება მოგიწევს ამ ტკივილის ტარება და მასთან ერთად ცხოვრება. ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი. სულით და გულით გითანაგრძნობ და ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ახლობლებს და სრულიად საქართველოს!!! არ მინდოდა, ისედაც მძიმე ფონის დამძიმება, მომიტევე. უბრალოდ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მცირედით მაინც გამეემხნევებინე ჩემი თანაგრძნობით!!!“ - წერს გელა დაიაური.