ექიმი მკურნალობს ინდივიდს, ადამიანს და არა ლაბორატორიულ თუ სხვა პარამეტრს. არის სხვა, მეორე მედიცინაც, მეცნიერება, განზოგადებული მედიცინა და ის ძალიან მნიშვნელოვანია, ის საძირკველია იმ პირველი მედიცინისა, მაგრამ ინტენსიურში წევს ერთი ადამიანი, აქვს კონკრეტული დარღვევა და დაზიანება, ესაჭიროება კონკრეტული და ინდივიდუალური მიდგომა და ამგვარად მოაზროვნე ექიმი.
ეს ორი მედიცინა უნდა ავსებდეს ერთმანეთს და არა ის, რომ ერთმა მთლიანად და ბრმად გადაიბაროს მეორე. და ასეა საზოგადოებაშიც. კონკრეტულ გზას ადგას კონკრეტული ადამიანი. და ახლა აზოგადებ, იღებ რაღაცა სამართლის გაიდლაინს და არშინებს და აზომებ და აცხადებ, აი, ესაა უმნიშვნელოვანესი, ამ გაიდლაინით ქმედება. ჰოდა, იღუპება ინდივიდი. მორჩა, აღარაა,“ - წერს იაგო ფრანგიშვილი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)