Baby Bag

რას გულისხმობს მწვანე საშვის მექანიზმი, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში ამოქმედდეს? - თამარ გაბუნიას განმარტება

რას გულისხმობს მწვანე საშვის მექანიზმი, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში ამოქმედდეს? - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მწვანე საშვის კონცეფციის შესახებ იმსჯელეს:

„საბჭომ განიხილა წინადადებები, რომელიც წარმოადგინა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ მწვანე საშვის წესთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.“

თამარ გაბუნიას თქმით, მწვანე საშვის კონცეფცია არაპირდაპირი რეგულირების მექანიზმია:

„მწვანე საშვის კონცეფცია არის გარკვეულწილად არაპირდაპირი რეგულირება და სავალდებულო მოთხოვნა რომელიმე პარამეტრის, რაც აღწერს პირის ეპიდუსაფრთხოების სტატუსს: ეს არის ვაქცინაცია, ეს არის ანტიგენ ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში, PCR ტესტირება 72 საათიან რეჟიმში და გადატანილი ინფექცია 14 დღიდან ექვსი თვის ინტერვალში.“

„ამ სამი პარამეტრიდან ერთ-ერთი ნიშნავს იმას, რომ პირი შეიძლება ჩაერთოს უსაფრთხოდ ბიზნეს ან სოციალურ აქტივობებში და ბევრი ქვეყანა იყენებს უკვე ამ მეთოდს. ადმინისტრირების ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ ვიდრე ამ მექანიზმის აღიარება და სავალდებულო სახით ქვეყანაში დანერგვა მოხდება, მნიშვნელოვანია ყველა პირობა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები. ამ გარანტიებზე მიდის მუშაობა და როგორც კი ჩვენ გვექნება საბოლოოდ ჩამოყალიბებული სურათი, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

წყარო: ​ტელეკომპანია პირველი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე

„შეზღუდვებზე არ არის საუბარი ნამდვილად, ამას გიდასტურებთ,“ - ამირან გამყრელიძის განცხადება
​დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის:„შეზღუდვებზე არ არის საუბარი. პანდემიის მართვის მოდელი შეცვლილია მთელს მ...