Baby Bag

„თითქმის არცერთი ვაქცინირებული არ გვყოლია რეანიმაციაში, ეს არის დიდი მნიშვნელობისა და ღირებულების მქონე,“ - დავით გადელია

„თითქმის არცერთი ვაქცინირებული არ გვყოლია რეანიმაციაში, ეს არის დიდი მნიშვნელობისა და ღირებულების მქონე,“ - დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კლინიკაში არსებული ვითარება მიმოიხილა და კოვიდით დაავადებული პაციენტების გაზრდილი რიცხვის შესახებ ისაუბრა:

„გადაჭედილები ვართ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ. რაც შეეხება აცრილებს, რა თქმა უნდა, არიან აცრილებიც კლინიკაში. ზუსტად ისეთი მონაცემებით არიან აცრილები კლინიკაში, რა დაცვის პროცენტებიც ეწერა თითოეულ ვაქცინას. ​ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თითქმის არცერთი ვაქცინირებული არ გვყოლია რეანიმაციაში. ეს არის დიდი მნიშვნელობისა და ღირებულების მქონე.“

დავით გადელიას თქმით, შესაძლოა, ეპიდვითარება კიდევ უფრო დამძიმდეს:

„ის, რასაც ვამბობდი ადრე, რომ მძიმე შედეგების წინაშე დავდგებით, უნდა ვთქვათ უკვე დღევანდელ დღეზე. დღევანდელ დღეს დავდექით მძიმე შედეგების წინაშე. მოსალოდნელია კიდევ უფრო მძიმე შედეგები. უსასრულოდ ვერ გაიზრდება რაოდენობა. ყველაზე მძიმე ის არის, რომ წავა ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, მეგობარი და ა.შ.“

​რა თქმა უნდა, ყველა პანდემია ბოლოს და ბოლოს დამთავრდება. საქმე იმაშია, რამდენ ჩვენს საყვარელ ადამიანს წაიყვანს. ეს არის ყველაზე მძიმედ გადასატანი. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც დაავადება შეხვდება ჩვენს ახლობელს, რა სიმძიმით ექნება. სწორედ ამაშია დაცვის მთავარი სიკეთე. შეიძლება აცრამ 100%-ით ვერ დაგვიცვას დაავადებისგან, მაგრამ სიმძმისგან 90-95%-ით გვიცავს. ეს არის აცრის მთელი სიკეთე,"- განაცხადა დავით გადელიამ.

წყარო:​ ტელეკომპანია „იმედი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)