Baby Bag

„მართალია, ბავშვებს კორონავირუსი გადააქვთ შედარებით მსუბუქად, მაგრამ მათ შეიძლება დააინფიცირონ ირგვლივ მყოფები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მართალია, ბავშვებს კორონავირუსი გადააქვთ შედარებით მსუბუქად, მაგრამ მათ შეიძლება დააინფიცირონ ირგვლივ მყოფები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ვაქცინაციის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთა პოპულაციაში კოვიდ-19-ით ინფიცირების რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა:

„თუ ​დაავადების პირველ პერიოდში ბავშვთა პოპულაციაში გვქონდა 10-11 %-ში დაავადება, ახლა ავიდა 25-30%-მდეც კი. ეს უკავშირდება ბაღების, სკოლების გახსნას. მასობრივი ვაქცინაციის მიზანი რა არის? დროის მოკლე მონაკვეთში უნდა მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა.“

თემურ მიქელაძის თქმით, ვაქცინა უსაფრთხოა და ის ბავშვებს 100 %-ით იცავს:

„ვაქცინამ გაიარა უკვე ერთწლიანი გამოცდილება. ის არის უსაფრთხო. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენთანაც ბავშვთა პოპულაციაში დაწყებულიყო ვაქცინაცია. ბავშვებში ვაქცინას პრაქტიკულად 100%-მდე დაცვა აქვს.“

„მართალია, ბავშვებს კორონავირუსი გადააქვთ შედარებით მსუბუქად, მაგრამ მათ შეიძლება დააინფიცირონ ირგვლივ მყოფები, რომელთათვისაც ეს დაავადება, შეიძლება ლეტალურად დასრულდეს.​ ჩემი პაციენტი 100 ბავშვი უკვე აიცრა. მათ არანაირი გართულება არ ჰქონიათ, აბსოლუტურად ისე გადაიტანეს, როგორც აქამდე ჩატარებული ვაქცინაცია. ბავშვებისთვის ვაქცინაცია არ არის ახალი. ისინი 14 წლამდე ასაკში დაახლოებით 15-ჯერ იკეთებენ ვაქცინას. მთავარია სწორი ინფორმირებული თანხმობა, როგორც მშობლის, ისევე ბავშვის,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„შესაძლებელია, ბავშვებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ დარჩეთ ქრონიკული ხველა. ამ ბავშვები...
​პედიატრმა ივანე ჩხაიძემ იმ სიმპტომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსი ბავშვებში ხანგრძლივად ტოვებს:„კორონავირუსის მწვავე ფაზის გადატანის შემდეგ ადამიანებში, მათ შორის ბავშვებში, ხანგრძლივად რ...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუ ამ წერილს კითხულობთ, დამიკავშირდით ბათუმში წასვლამდე და მოგაკითხავთ, გვიანიც რომ იყოს''

,,თუ ამ წერილს კითხულობთ, დამიკავშირდით ბათუმში წასვლამდე და მოგაკითხავთ, გვიანიც რომ იყოს''

 ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პაციენტს ეძებს, რომელიც მას ელოდებოდა, შემდეგ კი ვეღარ იპოვა კლინიკაში:

,,დღეს ბათუმიდან იყვნენ ჩამოსულები, პატარა ბავშვი ჰყავდათ, გამონაყრით, ვერ მივიღე მაშინვე, ბევრი წინასწარ ჩაწერილი სიმსივნიანი პაციენტი იყო. შემდეგ ვეძებე კლინიკაში და ვეღარ ვნახე. თუ ამ წერილს კითხულობთ, დამიკავშირდით ბათუმში წასვლამდე და მოგაკითხავთ, გვიანიც რომ იყოს,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

წაიკითხეთ სრულად