Baby Bag

„თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა,“- გიორგი ფხაკაძე

„თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა,“- გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში აქტუალური შიმშილობის თემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შიმშილობის დაწყებამდე ადამიანმა ვაქცინაცია აუცილებლად უნდა ჩაიტაროს:

„კოვიდი რას აკეთებს? ​კოვიდი აზიანებს ადამიანებს. განსაკუთრებით აზიანებს იმ ადამიანებს, ვისი იმუნური სისტემა არის დაქვეითებული. ამიტომაც არის რეკომენდებული, რომ თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა.“

„ეს არის ჩემი, როგორც ექიმის რჩევა. თუ ადამიანს შიმშილობის პროცესში კოვიდი დაემართება, ის ვირუსს უფრო მძიმედ გადაიტანს. მე ვურჩევ, ჯერ აიცრას ერთი დოზით, 21 დღის შემდეგ მეორე დოზით, მერე 14 დღე დაელოდოს და დაიწყოს შიმშილობა. ასე იქნება მისი ორგანიზმი დაცული. მე აქ პოლიტიკოსებზე არ მაქვს საუბარი. მე ვამბობ ორგანიზმზე,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

წყარო: ​„რადიო GT” 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„არ იცრები? 8 დეკემბრიდან კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები თვითონ უნდა გადაიხადო,“ - გიორგი...
​პროფესორი გიორგი ფხაკაძე სინგაპურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სინგაპურში 8 დეკემბრიდან აუცრელები კოვიდის სამკურნალო თანხებს თავად გადაიხდიან:„სინგაპურმა რა გადაწყვეტილება...

შეიძლება დაინტერესდეთ

​სინოვაკით გამომუშავებული ანტისხეულები ყოველ 40 დღეში ნახევრდება

​სინოვაკით გამომუშავებული ანტისხეულები ყოველ 40 დღეში ნახევრდება
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცლელად გთავაზობთ:

,,​სინოვაკით გამომუშავებული ანტისხეულები ყოველ 40 დღეში ნახევრდება.

სინოვაკით სრულად აცრილი ადამიანი ანტისხეულებსა და დაცვას 50%-ით კარგავს ყოველ 40 დღეში.

ორიგინალი შტამის მიმართ ეფექტურობა 60%-70% შეადგენს, მაგრამ ალფა და დელტა ვარიანტებზე პასუხი არ არის.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დაცვის დონე 40 წლის ზემოთ ძალიან დაბალი იყო და სინოვაკი შედარებით ეფექტურია 40 წლის ქვემოთ. ასაკოვან ადამიანებში ის ნაკლებად ეფექტურია.

დასკვნა:

ზაფხულში სინოვაკმა თავისი საქმე გააკეთა (ვინაიდან დელტა არ იყო ძაან გავრცელებული), მაგრამ შემოდგომიდან სინოვაკით აცრილებმა ბუსტერი, მესამე დოზა უნდა მოვითხოვოთ (ფაიზერი), იმიტომ, რომ ივნის-ივლისში სინოვაკით აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული.

აუცილებელია, ფაიზერის მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს სინოვაკით სრულად აცრილებისთვის აცრიდან 3 თვის შემდეგ (ბაჰრეინის და სხვების მაგალითზე უნდა ვისწავლოთ),'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

წაიკითხეთ სრულად