ქუთაისში, „კლინიკა ბომონდში“ მორიგი „გოლიათი“ დაიბადა. როგორც კლინიკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პატარა მოსე ორსულობის 36 კვირის ვადაზე, 5 კილოგრამი და 100 გრამი გაჩნდა.
ახალშობილის დედა მეან-გინეკოლოგ ირინა უგლოვას უხდის მადლობას.
„მინდა ხმამაღლა განვაცხადო: მეან-გინეკოლოგი ირინა უგლოვა ჩემი გმირია, უღრმესი მადლობა მას. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ახალშობილთა განყოფილების გამგეს, ფატი კალატოზიშვილს. მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ყველა თანმშრომელს, ინტენსიურის განყოფილებას, მელოგინეებს, ფიზიოლოგიის გოგონებს.“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)