„დიდ სავაჭრო ცენტრებში მწვანე პასპორტი ჯერჯერობით არ დაგვჭირდება. სავაჭრო ცენტრებში მოქმედებს კოვიდ რეგულაციები. ამ რეგულაციების კარგად დაცვის პირობებში შესაძლებელია პირბადისა და სოციალური დისტანცირების გაკონტროლებაც. ჯერჯერობით დიდ მოლებში ამას არ გამოვიყენებთ.“
თამარ გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მწვანე პასპორტის მექანიზმი ზუსტად აღსრულდეს:
„მთავარი არის ის, რომ მწვანე პასპორტის მექანიზმი ზედმიწევნით ზუსტად აღსრულდეს. არ მოხდეს ისეთი რამ, რომ თქვან: „იქნებ შემიშვა პასპორტის გარეშე.“ ხდება ასეთი ამბები. თუ არ აღსრულდა ეს, არაფერ შედეგს არ გამოიღებს.“
„ჩვენ აქცენტი გვაქვს, რომ მწვანე საშვის მოთხოვნა იყოს მომხმარებელზე. ნებისმიერი დასაქმებული პირი, მაგალითად, რესტორნის თამაშრომელი შეიძლება იყოს რომელიმე ამ სეგმენტის მომხმარებელი. ამიტომ ამ შემთხვევაში კომპენსირდება ის, რომ თანამშრომელს მწვანე საშვი არ მოეთხოვება. ამ საგმენტებში ჩვენ ჯერ ისევ ვაგრძელებთ თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებას. ესეც გარკვეულწილად ეპიდემიურ რისკებს აზღვევს,” - აღნიშნულ საკითხზე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
წყარო: „სხვა შუადღე“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge
-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)