Baby Bag

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება მოქალაქეებს, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ - „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება მოქალაქეებს, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ  -  „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა

„ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალფრედ ბურლამ BBC-სთან ინტერვიუში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების მრავალწლოვანი გამოყენების საჭიროებაზე ისაუბრა.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება მოქალაქეებს, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ,“ - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

„ფაიზერის“ დირექტორის თქმით, ყოველწლიური ვაქცინაციის საჭიროება „მაღალი ხარისხის დაცვის“ უზრუნველსაყოფად არის საჭირო.

ერთი წლის წინ „ფაიზერ-ბიონტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველად დიდმა ბრიტანეთმა აღიარა.

კომპანია ამ ეტაპზე „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო განახლებულ ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც , სავარაუდოდ, 100 დღეში მზად იქნება.

წყარო: ​Daily-sun

შეიძლება დაინტერესდეთ

10 წლის ჟღალი გურული ბიჭი, რომელიც განსხვავებული გარეგნობის გამო ხშირად ხვდება უცხო ადამიანების ფოტო ობიექტივში

ნახეთ „ახალი კვირის“ სიუჟეტი ჟღალ გურულ ბიჭზე. 10 წლის აკაკი რუსიეშვილი განსხვავებული გარეგნობის გამო ხშირად ხვდება უცხო ადამიანების ფოტო ობიექტივში.

წაიკითხეთ სრულად