მასწავლებელთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით
„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 2019 წლის ბიუჯეტში ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული. თუ შეთანხმება იქნება და ამისთვის საჭირო იქნება ბიუჯეტში ცვლილება, ჩვენ წარმოვადგენთ თუ რის ხარჯზე იქნება ეს ცვლილება და რა რესურსი გვექნება. ამაზე მიდის მუშაობა, რომ ჩვენ გამოვძებნოთ გარკვეული რესურსები, მათ შორის, ვუყურებთ ეკონომიკურ აქტივობას. თუ ჩვენ გვექნა უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა და დამატებითი რესურსი, რა თქმა უნდა, ერთერთი წყარო სწორედ ეს იქნება, რომ ამ მიმართულებით მივმართოთ რესურსები. თუმცა ჯერ ბიუჯეტში ეს არ არის გათვალისწინებული და ამისთვის საჭირო იქნება საბიუჯეტო ცვილებები.“
„მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ხელფასების ზრდა, ეს პედაგოგთა დიდ რაოდენობას ეხება,“ - მიხეილ ბატიაშვილი
რა დაპირებები უნდა შევახსენოთ ხელფასებთან დაკავშირებით განათლების მინისტრს