Baby Bag

„ეს ჩემი სახლია! სარეცხი აივანზე მე არ გამიფენია, არც დედაჩემს...“ - აფხაზეთიდან დევნილი გოგოს ჩანაწერი

„ეს ჩემი სახლია! სარეცხი აივანზე მე არ გამიფენია, არც დედაჩემს...“ - აფხაზეთიდან დევნილი გოგოს ჩანაწერი

„ეს ჩემი სახლია!

სარეცხი აივანზე მე არ გამიფენია, არც დედაჩემს.
ეზოში მანქანა რომ დგას, მამაჩემის არ არის.
ღობე თითქოს მწვანე ფერის იყო და ეზოში ბევრი ხე და ყვავილი ყვაოდა. მახსოვს დედაჩემი როგორი რუდუნებით უვლიდა ფუმფულა ზღვის ბალახს, რომელში ჩაფლობაც უზომოდ მიყვარდა, როცა არავინ მხედავდა.

სიზმარი არაა, ცხადია, ეს ჩემი სახლია, უფრო სწორად იყო, სანამ თხელი ჯინსის ქურთუკით, რომლის ჯიბეები ზღვის კენჭებით და თოჯინების კაბებით მქონდა გამოტენილი, გარეთ არ გამომაგდეს. ისე გამომაგდეს, რომ მოვრბოდი, უკან კი ცუდი, თოფიანი კაცები მომსდევდნენ და მიყვიროდნენ: აქ არასოდეს დაბრუნდეო. გამომაგდეს და ჩემი ბავშვობა `ლტოლვილობით' ჩაანაცვლეს.

ახლა სლოვენიაში ვარ, ხვალ თურქეთში ვიქნებით და ზეგ თბილისში, სადაც გავიზარდე, დავოჯახდი და მყავს ორი შვილი, მაგრამ სახლი ჩემი არის ეს, და ვერაფრით ვერ ვხვდები აივანზე სხვისი სარეცხი რატომ კიდია!!

#რუსეთიოკუპანტია

P. S. ფოტო გადაღებულია ქალაქ სოხუმში 2019 წელს...“ - აღნიშნულ პოსტს აფხაზეთიდან დევნილი ნინო ჯანჯღავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

შეიძლება დაინტერესდეთ