Baby Bag

„მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"

„მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"

„შეიძლება ეთანხმებოდე ან არ, მოგწონდეს ან ნაკლებ, მაგრამ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს ქუჩაში დგას - მოსყიდულებს, მონებს და უმსგავსოებს ეძახდე, ნიშნავს, რომ შენ თვითონ ტრიალებ ამ ეპითეტების ახლო-მახლო.


ახალგაზრდა დიდწილად მართალია და თუ მაინცდამაინც - ის არ უნდა გეთანხმებოდეს, უნდა შეცდეს, უნდა გადააჭარბოს - ეს არის ახალგაზრდად ყოფნის მთავარი ნიშანი. ცოდნამდე და თავისუფლებამდე მისასვლელი გარდაუვალი გზა.


კლასიკური აზრით მე პოლიტიკა არ მიზიდავს - არ არის ეგ ჩემი საქმე და არც არასდროს იქნება - კინო მაინტერესებს და ლიტერატურა, ფოლკლორი და ბიბლიოთეკა - აი, ახლაც სოფლის ბიბლიოთეკების მოსაწყობად მივდივარ და იმედი მაქვს, განათლება იქნება, რაც გვიშველის, მაგრამ მაშინ როცა თუნდაც ჩვენი მომავლის მცირე ნაწილი გამოვა და ის საშინელი ფრაზა უცებ მიედევნება : „ეჰ, რა თაობა მოდის!"


მე აუცილებლად და ხმამაღლა ვიტყვი:


მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"

ავტორი: მწერალი გიორგი კეკელიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ​2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 27-29 აპრილს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში +29, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ ხვალ, 28 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს +22 გრადუსამდე მოიმატებს.

წაიკითხეთ სრულად