Baby Bag

„მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"

„მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"

„შეიძლება ეთანხმებოდე ან არ, მოგწონდეს ან ნაკლებ, მაგრამ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს ქუჩაში დგას - მოსყიდულებს, მონებს და უმსგავსოებს ეძახდე, ნიშნავს, რომ შენ თვითონ ტრიალებ ამ ეპითეტების ახლო-მახლო.


ახალგაზრდა დიდწილად მართალია და თუ მაინცდამაინც - ის არ უნდა გეთანხმებოდეს, უნდა შეცდეს, უნდა გადააჭარბოს - ეს არის ახალგაზრდად ყოფნის მთავარი ნიშანი. ცოდნამდე და თავისუფლებამდე მისასვლელი გარდაუვალი გზა.


კლასიკური აზრით მე პოლიტიკა არ მიზიდავს - არ არის ეგ ჩემი საქმე და არც არასდროს იქნება - კინო მაინტერესებს და ლიტერატურა, ფოლკლორი და ბიბლიოთეკა - აი, ახლაც სოფლის ბიბლიოთეკების მოსაწყობად მივდივარ და იმედი მაქვს, განათლება იქნება, რაც გვიშველის, მაგრამ მაშინ როცა თუნდაც ჩვენი მომავლის მცირე ნაწილი გამოვა და ის საშინელი ფრაზა უცებ მიედევნება : „ეჰ, რა თაობა მოდის!"


მე აუცილებლად და ხმამაღლა ვიტყვი:


მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"

ავტორი: მწერალი გიორგი კეკელიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

ინფიცირებული ორსული ექიმი, კლინიკაში მხოლოდ ახლობლების ჩარევის შემდეგ მოხვდა

კოვიდინფიცირებული ორსული ექიმი, 28 წლის ეკატერინე მჟავანაძე, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა კლინიკაში მხოლოდ ახლობლების ჩარევის შემდეგ მოხვდა. 

იხილეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად