Baby Bag

„თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში იზრდება და თავს საჭიროდ გრძნობს, ის სიყვარულს პოულობს“ - იტალიელი პედაგოგის 19 მცნება მშობლებს

„თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში იზრდება და თავს საჭიროდ გრძნობს, ის სიყვარულს პოულობს“ - იტალიელი პედაგოგის 19 მცნება მშობლებს
მარია მონტესორი იტალიელი პედაგოგი, მეცნიერი, ფილოსოფოსი და ჰუმანისტი იყო. იგი ცნობილია ბავშვთა დაბადებიდან სიყმაწვილემდე აღზრდის განსაკუთრებული მეთოდითა და ფილოსოფიით. ამჟამად მისი განათლების მეთოდი მთელ მსოფლიოში მრავალ საჯარო თუ კერძო სკოლაში გამოიყენება. იტალიელმა პედაგოგმა ჩამოაყალიბა მოკლე მცნებები მშობლებისთვის.

​​MomsEdu.ge​ გთავაზობთ მარია მონტესორის 19 მცნებას მშობლებისთვის:

1. ბავშვები სწავლობენ იმას, რაც მათ გარშემოა.
2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვის განსჯას სწავლობს.
3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ, ის შეფასებას სწავლობს.
4. თუ ბავშვს მტრობას უჩვენებენ, ის ჩხუბს სწავლობს.
5. თუ ბავშვთან გულწრფელები არიან, ის სამართლიანობას ეჩვევა.
6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან, ის მორცხვი და გაუბედავი ხდება.
7. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რწმენას სწავლობს.
8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ, ის მუდმივად დამნაშავედ გრძნობს თავს.
9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს, ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს.
10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩენენ მიმტევებლობას, ის მოთმინებას სწავლობს.
11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ, ის თავდაჯერებული ხდება.
12. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში იზრდება და თავს საჭიროდ გრძნობს, ის სიყვარულს პოულობს.
13. არ თქვათ ბავშვზე ცუდი - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
14. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება.
15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც მოგმართავთ.
16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას ახლა ან ცოტა მოგვიანებით.
17. ყოველთვის დაეხმარეთ ბავშვს, რომელიც ძიების პროცესშია და შეეცადეთ შეუმჩნეველი იყოთ იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე ყველაფერი იპოვა.
18. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს ის, რაც აქამდე არ აუთვისებია. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, მოთმინებით, ჩუმად და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას კარგი მანერებით იმოქმედეთ, დაანახეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ ცხოვრების არა, იმ ცხოვრების ,,დედაც", სადაც ჩვენ ბავშვებს ვხოცავთ! და მოდი, მოვინდომოთ და ეს ცხოვრება ვაქციოთ უკეთესად, ნუღარ მოვფენთ ამ სლოგანებს საშიშ ნაღმებად“

„ამ ცხოვრების არა, იმ ცხოვრების ,,დედაც", სადაც ჩვენ ბავშვებს ვხოცავთ! და მოდი, მოვინდომოთ და ეს ცხოვრება ვაქციოთ უკეთესად, ნუღარ მოვფენთ ამ სლოგანებს საშიშ ნაღმებად“

„მეგობრებო, არამეგობრებო, მოკეთეებო და მტრებო:

მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა მითხრეს - წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიერთდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე და შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუამ თავი ჩამოიხრჩო. მას მერე, დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა. ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი.
არის ასაკი, როცა ყველაფერი გადამდებია და მით უფრო ისეთი რამ, რაც ირიბ, უცნაურ და გამომწვევ საქმედ მოსჩანს.
დღეს ქუთაისში, პატარა ბარბარეს, რომელსაც facebook-ის სურათზე ,,ამ ცხოვრების დედაც" უწერია, წიგნები ჩავუტანე და ვუთხარი, რომ სიცოცხლე არის მშვენიერი. და სადაც შეამჩნევს, რომ ის საშინელი ხდება, უნდა იბრძოლოს, ოღონდ ჩემთან და სხვებთან ერთად უნდა იბრძოლოს.
მესმის ყველას განცდის და მეც მონაწილე ვარ თქვენი სასოწარკვეთის და გაბრაზების -
მაგრამ, ამ ცხოვრების არა, იმ ცხოვრების ,,დედაც" სადაც ჩვენ - მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, მშობლები, მასწავლებლები, პოლიციელ-გამომძიებლები ბავშვებს ვხოცავთ! და მოდი, მოვინდომოთ და ეს ცხოვრება ვაქციოთ უკეთესად, ნუღარ მოვფენთ ამ სლოგანებს საშიშ ნაღმებად. და ეს, უპირველეს ყოვლისა, ლუკასთვის გავაკეთოთ და სხვა დანარჩენი ლუკას ტოლების გადასარჩენად!“

გიორგი კეკელიძე

წაიკითხეთ სრულად