Baby Bag

„9 თვე ორ­სუ­ლი ვთა­მა­შობ­დი კა­ზი­ნო­ში“ - თეა დარჩია ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე საუბრობს

„9 თვე ორ­სუ­ლი ვთა­მა­შობ­დი კა­ზი­ნო­ში“ - თეა დარჩია ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე საუბრობს

რე­პე­ტი­ცი­ი­დან გა­მოვ­დი­ო­დი, შევ­იდიო­დი კა­ზი­ნო­ში, კა­ზი­ნო­დან გა­მოვ­დი­ო­დი, შევ­იდო­დი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე...  ეს გრძელდებოდა 5 წელი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ტვი­ნი მეყო და ისე­თი თან­ხა არ წა­მი­გია, რომ დავღუპულიყავით მეც და ჩემი ოჯა­ხიც.

თამაშის დროს კარ­გავ ჯან­მრთე­ლო­ბას, დროს, ნერ­ვებს, ფულ­ზე აღარც არის ლა­პა­რა­კი... იქ ცხოვ­რე­ბას კარ­გავ... საათი არსად არ არის, დღეა-ღამეა ვერ გაიგებ, გა­ზომ­ბე­ბუ­ლი თა­მა­შობ, იმის­თვის კი არა, რომ ფული მო­ი­გო, იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო დიდხანს ითა­მა­შო...

ახალ თა­ო­ბას მთე­ლი გუ­ლით ვთხოვ, არ გე­გო­ნოთ რომ თქვენ ეს არ და­გე­მარ­თე­ბათ, მეც მე­გო­ნა, რომ ერთხელ გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ... ლასვეგასში როგორ არ უნდა ითამაშო?! ლიფტშიც და ტუალეტშიც სათამაშო აპარატებია, რომ ერთი წამი არ მოცდე. ლასვეგასიდან გამომყვა აქაც თამაშის მიმართ დამოკიდებულება. იქ 20 კაპიკით მოვიგე 1500 დოლარი. ვიფიქრე, რა მაგარი ვარ. როგორც ამას გაიაზრებ, რომ მაგარი ხარ, ეგრევე ცუდად არის შენი საქმე. 

დღემ­დე ლომ­ბარ­დშია მთე­ლი ჩემი ოქ­რო­უ­ლო­ბა და ბრი­ლი­ან­ტე­ბი, რა­საც ბე­ბია და დედა მიგ­რო­ვებ­დნენ... გამ­ქონ­და და შე­მომ­ქონ­და, გამ­ქონ­და და შე­მომ­ქონ­და... მე მიშ­ვე­ლა ღმერ­თმა, ეკლესიამ, სხვა გამოსავალი არ არის. 

9 თვის ფეხმძიმე ვი­ყა­ვი მე­ო­რე შვილ­ზე, მი­რი­ან­ზე. სახ­ლში მი­ვე­დი, აბა­ზა­ნა­ში შე­ვე­დი და მივ­ხვდი, რომ მეწყე­ბა მშო­ბი­ა­რო­ბა. გავ­ვარ­დით სამ­შო­ბი­ა­რო­ში, ორ სა­ათ­ში ვიმ­შო­ბი­ა­რე და ცოტა ხან­ში მი­რე­კა­ვენ კა­ზი­ნოს მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი: თეა, დღეს რო­მელ­ზე მოხ­ვა­ლო. ვუ­თხა­რი, დღეს ბიჭი გა­ვა­ჩი­ნე, ვერ მო­ვალ-­მეთ­ქი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 9 თვე ისი­ნი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე იყ­ვნენ, რო­გორ მეზ­რდე­ბო­და შვი­ლი მუ­ცელ­ში, 9 თვე ორსული ვთა­მა­შობ­დი კა­ზი­ნო­ში... ნორ­მა­ლუ­რი ვი­ყა­ვი მე?! მახ­სოვს მი­წისძვრა მოხ­და, კე­დე­ლი გა­იხ­სნა კაზი­ნო­სი, „ლუსტრა“ ჩა­მო­ვარ­და დოლურაზე, ყვე­ლა გარ­ბო­და, მე კი მო­გე­ბუ­ლი „ფიშ­კე­ბით“ ვი­ჯე­ქი მაგიდას­თან და არ ვიძროდი.

ჩემ­მა ქმარ­მა, გუ­ჯამ იმ­დე­ნი გა­და­ი­ტა­ნა მაგ დროს, მა­მა­ომ უთხრა - სა­სუ­ფე­ველ­ში გზა ხსნი­ლი გაქვს, შეგიძლია, დილა-საღამოს ლოც­ვე­ბიც აღარ იკი­თხოო...

ამ ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ ვყვე­ბი, რომ ბავ­შვე­ბი მის­მე­ნენ, თან ჩემი მოს­წავ­ლეა ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო და ზუსტად იცი­ან, რომ არ ვა­ტყუ­ებ არც ერთ სი­ტყვას. თუ დრო გაქვთ და­სა­კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბა, დასაკარგი ცხოვ­რე­ბა, და­სა­კარ­გი ფუ­ლიც კი ბა­ტო­ნო... თა­მაშ­ში რომ ვინ­მე რა­მეს იგებ­დეს...“

თავისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე მოცეკვავე თეა დარჩიამ გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა. ​

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დაურეკა დედას და ძმას დასამშვიდობებლად და ბოდიშის მოსახდელად... დავიღალეო...“ - სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი

,,დაურეკა დედას და ძმას დასამშვიდობებლად და ბოდიშის მოსახდელად... დავიღალეო...“ - სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი

,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ტრაგიკულად გარდაცვლილი ოპერატორის, სანდრო ბერაძის მეგობარი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში სანდროს შესახებ წერს და საზოგადოებას აზარტული თამაშები წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

გთავაზობთ მის წერილს სიტყვა-სიტყვით:

​„როგორც შეგპირდით, მოგიყვებით როგორი ბიჭი იყო სანდრიკა.
კი ბაბ... არა ბაბ... <3

​სანდრო 
პირველ იანვარს იყო დაბადებული. ხშირად მეუბნებოდა რომ დაბადების დღე არ მაქვსო. ყველა ისედაც ქეიფობს და არავის ვახსოვარო.

სანდრო ყველასი იყო და ყველასთვის იყო. ესეთი იყო ის. არანორმალურად მზრუნველი, თბილი და ყურადღებიანი. დიდი ბავშვი იყო თვითონ და ამიტომ ყველა პატარასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ყველაზე ბედნიერი თავს მათ გარემოცვაში გრძნობდა. არამხოლოდ უყვარდა მეგობრები, თავად „მეგობრობა“–ზე გიჟდებოდა. ვინც კი იცნობდით სანდროს ყველას მთელი გულით გისამძიმრებთ. იმიტომ რომ შეუძლებელია იცნობდე მას და გულში არ გყავდეს. ის სიცარიელე რაც მან დატოვა წარმოუდგენელია რამემ შეავსოს.

ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო მისი აზარტული თამაშები. გახსოვთ ის პერიოდი ყოველ 100 მეტრში, აფთიაქებივით, სლოტ კლუბები, რომ იყო გახსნილი. მაშინ თვითონაც პატარა იყო. დაიწყო თამაშით. არ იცოდა მაშინ სიცოცხლეს, თუ ეთამაშებოდა და როცა ეს გაიაზრა მას მერე მუდმივ ბრძოლაში იყო საკუთარ თავთან. ბრძოლაში, რომელშიც დამარცხდა. დამარცხდა არა იმიტომ რომ სუსტი იყო. მან ვეღარ გაუძლო იმას, რომ საკუთარ თავს ვერ ერეოდა. საშინლად არ მოსწონდა ის სანდრო, რომელიც დამოკიდებული იყო აზარტზე. საგულდაგულოდ მალავდა ამას. ამ წლების განმავლობაში, რაც ვმეგობრობთ, რამდენჯერ უთხოვია ჩემთვის: „გიოს არ უთხრა ხო იცი...“.

ამ ზაფხულს რაღაცეების რადიკალურად შეცვლა დაიწყო. არ ვიცოდი, ვერ მივხვდი, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა იყო. 50 ჯერ მანც აქვს ნათქვამი ვარჯიში დავიწყე და წამო შენც... „მაგრად გაგისწორდება ბაბ...“, მირეკავდა საღამოობით... გამო ლისზე ავიდეთ ვისეირნოთო. პარალელურად ვიცოდი რომ ფსიქოლოგთან დადიოდა. სამსახურშიც დაბრუნდა. ბრძოლაც დაიწყო სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ. „ბიზნესი“–ის რომელმაც საბოლოოდ სიცოცხლეზე უარი ათქმევინა. სწორედ ამ ბრძოლის ნაწილი გახადა თავისი სიკვდილიც. სადღაც ოდესღაც ნათქვამი აქვს ეს ჩემთვის. მოფიქრებული ჰქონდა როგორ შეეძლო დაემარცხებინა ის, რამაც სიცოცხლე გაუმწარა. მაშინ ეს ისეთი წარმოუდგენელი ჩანდა... თუმცა ამაზე ცოტა ქვევით მოგიყვებით.

მეუბნებოდა, რომ აღარ თამაშობდა. ბოლო თვეებში რამდენჯერმე ტელეფონში ჩამძვრალს რომ წავასწარი მითხრა: „არა ბაბ... 10 ლარი ხო იცი...“. თურმე უკვე ჩემთანაც მალავდა... ასე დარჩა მარტო თავის კოშმართან. რაც ყველაზე მეტად აწუხებდა იმაზე უკვე მეგობრებსაც კი ვეღარ ელაპარაკებოდა.. ასე დარჩა მარტო. მარტო დარჩა სანდრო. სანდრიკა, რომლის სახეზე მუდამ ღიმილი იყო, რომელიც მუდმივად ფიქრობდა სხვებზე. ეს არაა უბრალოდ ლამაზი სიტყვები... მართლა ესე იყო. იმდენი რამის მოყოლა შემიძლია სანდროს მაგარ ბიჭობაზე. ეს ისტორიები არც ერთმანეთს გავს და არც რამე სხვა ამბებს. მარტო სანდრიკას შეეძლო ესეთი ცხოვრება ეცხოვრა. ბოლოს მიხვდა რომ უბრალოდ ვეღარ აგრძელებდა და დახურა თავისი წიგნი.

არავინ იფიქროთ, რომ სანდრომ თავის სიცოცხლე რამე კონკრეტული თანხის წაგების გამო დათმო. არც ის იფიქროთ, რომ ეს სპონტანური, იმ დღის გადაწყვეტილებაა. აფექტზე ჰომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. 40 წუთი მარტო ტაქსით იარა დიდუბიდან იმ ულამაზეს ტყემდე. გზად შეიძინა რაც სჭირდებოდა. მოამზადა ყველაფერი. მთელი გულით აკეთებდა ყოველთვის ყველაფერს. არ შეეძლო სხვანაირად. მერე დაურეკა დედას და ძმას დასამშვიდობებლად და ბოდიშის მოსახდელად. დავიღალეო... ღმერთმაც მიმატოვაო. აღარ შემიძლია ამ ჯოჯოხეთში ცხოვრებაო...

ამ ყველაფრის მერე რეკავს 112–ში. ეუბნება, რომ ტყეშია და თავის მოკვლას აპირებს. იმასაც ამბობს, რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ბოლოს ეუბნება, რომ ეხლა მეძებეთ ტყეში თქვენი დედაცვატირეო... ამ სატელეფონო ზარის ჩანაწერი ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ სანდროს ხმაც ისმოდეს იმ ბრძოლაში, რომელიც თავად დაიწყო. ვისაც დახმარება შეგიძლიათ ამ ამბავში, დაგვეხმარეთ.

შემდეგ ტელეფონს აერთებს ფოვერბენკში. ალბათ იმისთვის მელე გვეპოვა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიყავს. არ იცოდა სანდრომ, რომ 4 დღე ვერ ვიპოვიდით. ნამდვილად არ იცოდა. არ შეეძლო ეს თავის ძმისთვის გაეკეთებინა. ძმისთვის რომელიც 6 თვე ნანახი არ ყავდა და ორი კვირის წინ, დახვედრის შემდეგ ნასესხები ფულით რესტორანში წაიყვანა. დღე, როცა სანდრო იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ – გიოს, სანდროს ძმის, დაბადების დღე იყო.

სიცოცხლე ისე უყვარდა, რომ არავის გვჯეროდა, რომ ამას გააკეთებდა. ბოლო წამამდე ვერ დავუშვი. როცა იმ არაჩვეულებრივად ლამაზ ტყეში შემხვდა წამით ცოცხალი მეგონა. ფეხზე იდგა თითქოს. ნაგავი პარკში ქონდა მოგროვებული. სათვალე, ტელეფონი კოხტად დალაგებული. ასეთი იყო სანდრო. რასაც აკეთებდა, ყველაფერს გულით აკეთებდა.

ამ წერილს 2 დღეა ვწერ. უკვე აღარ მახსოვს რამდენჯერ ვიტირე, ხმამაღლა, პატარა ბავშვივით... ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე იმის გააზრება რაც სანდრომ გააკეთა. დაგეგმა და განახორციელა.

არა ბაბ... კი ბაბ... სულ ვეჩხუბებოდი რა აიჩემე ეს ბაბ... მთელი ქალაქი ბაბულიკებს დასცინის მეთქი... ყოველთვის ერთიდაიგივეს მპასუხობდა.... „არა ბაბ... ღადაობაა ბაბ...“. ამ წერილს ქუდად სანდროს ფოტოა. ლისზე... ნაპირზე დგას ჩემს დისშვილთან თამაშობს. მეუბნებოდა, რომ საგულაოდ მე უნდა წავიყვანო პირველადო. იმდენი გეგმები ქონდა. რამდენი რამის გაკეთება უნდოდა... ბათუმში ვიყავით, როცა გაიგო, რომ ჩემი დისთვის ხელი უნდა ეთხოვათ. იმ დღეს თბილისში აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო – პრობაციაზე თითი უნდა დაედო. ცოცხალი თავით არ წავიდა და დარჩა. მე ამას ვერ გამოვტოვებო. პირობითი ქონდა მარიხუანას მოხმარებისთვის. ამის გამო რამდენიმე წელია არ უშვებდნენ ქვეყნიდან. ყველამ ვიცით, როგორ განიცდიდა ამ ამბავს. გამომწყვდეული იყო აქ, ჩვენთან.

ყველაფრის და მიუხედავად, სანდრიკამ პირადად მე არ დამიტოვა არანაირი კითხვა იმაზე, თუ რატომ გააკეთა ეს. ზუსტად იცოდა რაც მოყვებოდა ამ ამბავს. ნამდვილად იცოდა და თუ კიდევ ვინმე ვერ მიხვდა რა მოხდა – ნახეთ ეს ფილმი „The life of David Gale”.

ცეცხლი დაანთო და თამაშიც დაამთავრა. ის მემკვიდერობა, რაც სანდრომ დატოვა ძალიან ადვილად დასანახია. უნდა დასრულდეს ეს განუკითხაობა რასაც აზარტული თამაშებით ადამიანების წვალება ჰქვია. უნდა დასრულდეს ადამიანების სიცოცხლით თამაში და ის არგუმენტი, რომ სათამაშო ბიზნესს მილიარდები მოაქვს ქვეყნისთვის – არის გულისამრევი. აბა გაიაზრეთ ის მილიარდები რა ფულით გროვდება. ეს აღარაა მარტო სანდროს, ჩემი და შენი პრობლემა. კარგად დაფიქრდით და მიხვდებით რა ტრ...ც ვართ. დავდგეთ ერთად.

თუ ვინმეს გონია, რომ ამ ამბავზე რაიმე სახით პოლიტიკურ ქულებს დაიწერს ან რომელიმე პოლიტიკურ გუნდს მიგვაკერებენ ძალიან ცდება. და ის აზრი რომ პოლიტიკოსების გარეშე საქმე არ გამოვა საკუთარი ტუალეტის კარებზე ბღაჭნეთ. თქვენი უუნარო დედაცვატირე. სასწრაფოდ ! ! ! პასუხისმგებლობა აიღეთ ფარჩაკებო იმაზე, რომ გამოგვიმწყვდიეთ და დაგვიხრჩეთ შვილები, მეგობრები, ძმები, დები, მამები, მეზობლები. შავები ჩააცვით დედებს. რამდენი ადამიანი უნდა გამწარდეს, რომ რამე შეიცვალოს. მე ვფიქრობ რომ საკმარისია. გვეყოფა!!!

მშვიდობით მეგობარო, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ მალე შევხვდებით!

წერილს კი სანდროს ბოლოდროინდელი საყვარელი ფრაზით დავასრულებ... რომელსაც სულ ღიმილით ამბობდა....

„ნიჩევო, ნიჩევო, ომია, რას ვიზამთ...“

P.S. საპატრიარქოს გასაგონად, ბიჭი გვაზიარებინეთ. მონასტერში გავიცანით სანდრო.

გთხოვთ, გააზიაროთ და შემოგვიერთდეთ. დავდგეთ ერთად #სანდროსთვის #საქართველოსთვის #შენთვის #მომავლისთვის".
წაიკითხეთ სრულად