Baby Bag

ნუ ელოდები, ვინ როდის დაგილაგებს შენს ცხოვრებას... ის მხოლოდ შენი მოსაწყობია

ნუ ელოდები, ვინ როდის დაგილაგებს შენს ცხოვრებას... ის მხოლოდ შენი მოსაწყობია

„იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე წარმოგიდგენია... ნუ ელოდები, ვინ როდის დაგილაგებს შენს ცხოვრებას... ის მხოლოდ შენი მოსაწყობია... ზედმეტად არ ენდო არავის. რჩევებს მოუსმინე, რაც მისაღებია გაითვალისწინე, დანარჩენი გაატარე და ყველას მიმართ მადლიერება გამოხატე... მადლობა იმისთვის, ვინც სწორი მიმართულება მოგცა და იმისთვისაც, ვისაც შენი დამარცხება უნდოდა... რადგან უკვე იცი, ვის უნდა ენდო და ვის არა... ნურც ის გაგიკვირდება, თუ ყველაზე ახლობლებისგან მიიღე არასასურველი დარიგებები. ეს შენ გეგონა, რომ ახლობლები იყვნენ, თორემ მათ ვერასდროს შეძლეს ერთგულება და მხარში დგომა... შენს საკეთებელს მხოლოდ შენ გააკეთებ... კარგად თუ ცუდად, მხოლოდ შენი დამსახურება იქნება!..“

ავტორი: პეტრე კოლხი

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმედია, ახლა გადავრჩები,“- ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„იმედია, ახლა გადავრჩები,“- ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს, სადაც სიცილისადმი გადაჭარბებულ სიყვარულზე საუბრობს და ძველ ბერძენ ფილოსოფოსს იხსენებს, რომელიც სიცილით გარდაიცვალა:

„ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპუსი საკუთარ ერთერთ ხუმრობაზე​ სიცილით გარდაიცვალა. ძმიშვილმა ჩამიგდო ეს სქრინი, შენ გამახსენდიო. შენი ბოლოც ესააო, სხვანაირად რომ ვთქვათ. ხოდა წარმოვიდგინე, რომ ეკითხებიან, რა სამწუხაროა, რა დაემართა მამიდაშენსო და ეს რომ ცრემლიანი პასუხობს, საკუთარ ხუმრობაზე სიცილით მოკვდაო, ვერ გადავარჩინეთო.. ეჰ.. ძალიან სევდიანი ამბავიაო და ისე ვიცინი, იმედია ახლა გადავრჩები,“- წერს ნათია ფანჯიკიძე.

წაიკითხეთ სრულად