Baby Bag

ქუსლიანი ფეხსაცმელი ქალებს აკლებს ჭკუას

ქუსლიანი ფეხსაცმელი ქალებს აკლებს ჭკუას
„ქუსლიანი ფეხსაცმელი ქალებს აკლებს ჭკუას. მიწაზე რომ მყარად ვერ დგახარ და ყანყალებ, ტვინიც შესაბამისად მუშაობს. ნუ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის დანახვა კაცებსაც აკლებს ჭკუას, ჯანდაბას, 1:1 იქნება ანგარიში.“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ​

შეიძლება დაინტერესდეთ

„დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა...“

„დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა...“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დეპრესიაზე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„რა არის დეპრესია? ზოგს უბრალოდ უხასიათობა ჰგონია და ახლობელს, რომელიც სიცოცხლეში მონაწილეობის ძალას კარგავს, ადექი, ნუ ზარმაცობ, თავი ხელში აიყვანეო, ეუბნება. როგორ აგიხსნათ რამდენად სერიოზული პრობლემაა დეპრესია, რამდენად მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, ისე, რომ არ გამოგტენოთ ტერმინებით და გემოთი გაგრძნობინოთ მისი არსი? არ ვიცი, მოვნახე თუ არა სწორი ფორმა, მაგრამ იქნებ შეძლოთ წარმოდგენა, - დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა. ფსიქოთერაპიის მიზანი, - გვამის გამოდევნა, „მშობიარობა".

წყარო: ფსიქოლოგია და რელიგიათმცოდნეობა

წაიკითხეთ სრულად