ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2017 წლის გამარჯვებულის, ლადო აფხაზავას შესახებ პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სტამბულის პედაგოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაუშვეს „BBC“-ის ფილმი ლადო აფხაზავაზე. აი ასე - ბი ბი სი ჩასულა ლანჩხუთის სოფელ ჩიბათში და ფილმი გადაიღო პედაგოგზე.
მგონია, რომ ბედნიერი უნდა იყოს ჩვენების შემდეგ. ტაშით დაინგრა დარბაზი. ლადო კი წუხს. ვეკითხები:
- რა გჭირს, ლადო?
- რა, ბიჭო, და... ამდენი კაი საჭმელებია აქ და რაღაცნაირად მრცხვენია მე რომ აქ ვარ და არ ვიცი, რას ჭამენ ჩემი ბოვშები სოფელში...“