„დასჯის ყველაზე მარტივი ფორმაა, რომ ბავშვს დავანახოთ თავისი არასწორი ქცევის შედეგები,“ - ევგენი კომაროვსკი
ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ბავშვის აღზრდისას მშობლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და უფროსებს საინტერესო რჩევებს აძლევს. ევგენი კომაროვსკი დისციპლინის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მშობლებს ურჩევს, რომ პატარებს საკუთარი ქცევის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ.