Baby Bag

„დღევანდელი სკოლები საბჭოური გადმონაშთია... ჩემზე უმცროსი ხარ და ხმა არ უნდა ამოიღო...შენზე უფროსი ვარ და შენზე მეტი ვიცი...“

„დღევანდელი სკოლები საბჭოური გადმონაშთია... ჩემზე უმცროსი ხარ და ხმა არ უნდა ამოიღო...შენზე უფროსი ვარ და შენზე მეტი ვიცი...“
დღევანდელი სკოლები საბჭოური გადმონაშთია... ჩემზე უმცროსი ხარ და ხმა არ უნდა ამოიღო...შენზე უფროსი ვარ და შენზე მეტი ვიცი... არ იაზროვნო... ზედმეტი კითხვები არ უნდა გაგიჩნდეს... რამდენი მოზარდის სიცოცხლე უნდა შეიწიროს უკვე ძალიან გამოსაცვლელმა სისტემამ?! ხვალ უარესი მოხდება... თუ დღეს ლუკას პროტესტს არ შევუერთდით!..

​ბავშვებო, არავის, არაფრის გამო არ ღირს თავის მოკვლა. ეს არ არის გამოსავალი. გაუძელით... ყველა ზეწოლას, აგრესიას, ძალადობას გაუძელით და თავი დააღწიეთ... არ დამძიმდეთ, არ გახდეთ მსხვერპლი მედროვეების, პირმოთნეების, სულგაყიდულების, არაადამიანების...


ღმერთს მიმართეთ, უფალს მიენდეთ, ილოცეთ, სხვა გამოსავალზე იფიქრეთ... მეტი წიგნი იკითხეთ...

ანა ფრანკი მეტს უძლებდა, მეტი გადაიტანა...

შეცდომა დაუშვით?! აღიარეთ და გამოასწორეთ... ვითომ საზოგადოების, ვითომ ადამიანების, სინამდვილეში არამკითხე ციციკორეების გამო სახურავიდან, ფანჯრიდან, ხიდიდან, საკუთარი თავიდან არ გადმოხტეთ... სიცოცხლეს უმადურად არ გადააბიჯოთ...

გააპროტესტეთ, იხმაურეთ, ისაუბრეთ, ამხილეთ... მაგრამ თავი არ მოიკლათ...

ბავშვებო, ყველაზე დიდო ადამიანებო!..“


​​პეტრე კოლხი
​​



შეიძლება დაინტერესდეთ

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''
,,ეს დღეებია, რამდენ სიკვდილს შევეჩეხეთ და არაერთი ახალგაზრდისას. მერე იყო მიშვერილი კამერები და თვალებდაუფსკრულებული ქალების მიწას დაბჯენილი მზერა. და კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".

შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.''

ავტორი: გიორგი კეკელიძე


წაიკითხეთ სრულად