Baby Bag

#დარჩისახლში - მოჰფინეთ ეს სლოგანი ერთმანეთს და რაც მთავარია, მხოლოდ სლოგანად ნუ დატოვებთ

#დარჩისახლში - მოჰფინეთ ეს სლოგანი ერთმანეთს და რაც მთავარია, მხოლოდ სლოგანად ნუ დატოვებთ

,,ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე: ,,თუ ჟვინტლი მოგდილაირენ, რას დეეთრევი ჩაში ფეხბურთის სათამაშოთ, დეეგდე სახლში და მეირჩინეო"
აბა, ამგვარ წინადადებას როგორ გაკადრებთ, მაგრამ სხვა ფორმით და იმგვარივე სიყვარულით, რაც იმ ვითომ სალანძღავ სიტყვებში იყო, მოგიწოდებთ, ჩემგან განსხვავებით, ვისაც გარდაუვალი ვალდებულებები არ გაქვთ, დარჩით სახლში. ავიცილოთ თავიდან მძლავრი აფეთქება და დავტოვოთ ვირუსი ნელი გავრცელების რელსებზე!

მოჰფინეთ ეს სლოგანი ერთმანეთს და რაც მთავარია, მხოლოდ სლოგანად ნუ დატოვებთ

#დარჩისახლში

პატივისცემით

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze.''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


შეიძლება დაინტერესდეთ

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მესამე შვილიც „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიატია

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მესამე შვილიც „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიატია

მწერალი გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სასიამოვნო სიახლეს აქვეყნებს. როგორც იგი წერს, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მესამე შვილიც „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიატია.

„საოცარი ამბავი გვაქვს! ესპანეთში კოვიდვირუსით გარდაცვლილი ქალის მესამე შვილიც - მარიამ ნაჭყებია, მეშვიდეკლასელი სამტრედიიდან - „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიატია! ანანო, გიორგი, მარიამი - ყოველთვიური სტიპენდიით სასწავლო პროცესისთვის აუცილებელ საჭიროებებს გაიილოებენ. მადლობა ყველა შემომწირველს!“ - წერს გიორგი კეკელიძე.

წაიკითხეთ სრულად