Baby Bag

შეიძლება თუ არა წითელი პარასკევის მილოცვა?

შეიძლება თუ არა წითელი პარასკევის მილოცვა?

შეიძლება თუ არა წითელი პარასკევის მილოცვა? - ამ თემაზე თეოლოგი გიორგი გვასალია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვი:

„წითელი პარასკევის მოლოცვისათვის...

(ჩემი მოსაზრება)
სოციალურ ქსელში დიდი დავა გაიმართა, ერთი შეხედვით, სრულიად გარკვეული საკითხის გამო. ხდება მილოცვა წითელი პარასკევის დღისა. პოლემიკის საბაბი კი გახლავთ ის, რომ ვინც ამ დღეს ულოცავს სხვას, ამას გულით (თუმცა, ვფიქრობ, გაუაზრებლად) აკეთებს. შემდეგ, როდესაც პასუხად იღებს, რომ ეს დღე მისალოცი არ არის, იწყება: 

1) თითოეული ჩვენგანის სულში მყარად გაბმული სიამაყის სიმების შერხევა და თავგამოდებითი დაცვა იმისა, რომ ეს დღე მისალოცია, 

2) აბა მე რომ გულით გილოცავ, რატომ არ ღებულობ ჩემს მოლოცვას? (ძირითადი პრობლემა ამას უკავშირდება); 

3) იმის მოსაშველიებლად, ეს მილოცვა პირადი ინიციატივით კი არა, ქრისტიანობის გააზრებით მოხდა, ხდება ყოვლადუარგუმენტო მაგალითების მოშველიება იმასთან დაკავშირებით, რომ:

ა) ამ დღეს ქრისტე ჯვარზე კვდება და ადამიანის გამოხსნას ედება დასაბამი (სინამდვილეში კი ადამიანის გამოხსნას დასაბამი ედება ხარების დღესასწაულზე) და 

ბ) წმინდანები მოწამეობაზე სიხარულით მიდიოდნენ და ამით ბაძავდნენ ქრისტე მაცხოვარს.

მინდა განვაცხადო, რომ ზემოთ წარმოდგენილი არგუმენტები და მილოცვის მოტივაციები იმაზე მოწმობს, რომ ჩვენ ძლიერ ვართ დაცილებული ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებას. ჩვენთვის ქრისტიანობა და მისი განსაკუთრებული დღეები სოციალური ქსელის ასაწიოკებლადღა თუ არის დარჩენილი (ცხადია, ყველას არ ეხება). ეკლესია გლოვის დღედ განაჩინებს წითელ პარასკევს, მაცხოვრის ჯვარცმის დღეს და მე არ მახსენდება ოდესმე ეს წესი ეკელსიაში შეცვლილიყო. ვერც ერთ ლიტურგიკულ საკითხავში ვერ შეხვდებით მხიარულებას და აღტაცებას. ყველგან გლოვისა და ადამიანის დაცემულობის ხაზგასმაა. გარდა ამისა, არც ერთი წმინდა მამა, რომელიც ამ დღისათის წარმოთქვამს თავის ჰომილიას (რამდენადაც მე ვიცი), წითელ პარასკევს მისალოც დღედ არ ასახელებს. ყოველ შემთხვევაში მის სიტყვებში ზეიმურობა არ იგრძნობა. და კიდევ, ტაძრები სამგლოვიარო სამოსელს წითელ პარასკევს არ ცვლის. თეთრი და საზეიმო სამოსელი ქრისტეს ეკლესიაში მხოლოდ სააღდგომო მსახურებისას შეინიშნება (რაც, ლიტურგიკულად, შაბათს დაწყებულ მწუხრზე ხდება).
თუკი გაჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, აბა უნდა ვიგლოვოთო? ამ კითხვაზეც პასუხიბს საეკლესიო გამოცდილება, რომელიც სრულიად სრულყოფილადაა ასახული ლიტურგიკულ საკითხავებში და წმინდა მამათა ჰომილიებში. აქ ფიქსირდება არა შინაარსმოკლებული ემოციებზე და პირად განცდებზე დაფუძნებული გლოვა, არამედ გლოვა ადამიანურ დაცემულობასა და საკუთარ ცოდვებზე, რომელიც ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ დღესაც, ჩვენი აზროვნების ფორმითა და ცხოვრების წესით, ჯვარს ვაცმევთ მაცხოვარს.
ამდენად, თუკი ხედავთ მილოცვებს წითელი პარასკევისა, იმ დღისა, როდესაც მაქსიმალურად გამოვლინდა ადამიანის დაცემულობის სიმძიმე, ეს მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებას მოკლებული პირად სურვილებზე დაფუძნებული ემოციებია და მეტი არაფერი.
მოგვიანებით კი ყველას მოგილოცავთ მართლა მოსალოც დღეს.
მიყვარხართ შეძლებისდაგვარად!“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა კვერცხი გამოყენების წინ?

რა სასარგებლო თვისებები აქვს კვერცხს, როგორი სახით უნდა მივიღოთ, უნდა გავრეცხოთ თუ არა გამოყენების წინ? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია საუბრობს. 

წაიკითხეთ სრულად