Baby Bag

,,უფროსი ადამიანის დასწრების და მეთვალყურეობის გარეშე 21 წლამდე ადამიანების შეკრებას ავკრძალავდი''

,,უფროსი ადამიანის დასწრების და მეთვალყურეობის გარეშე 21 წლამდე ადამიანების შეკრებას ავკრძალავდი''

,,უფროსი ადამიანის დასწრების და მეთვალყურეობის გარეშე 21 წლამდე ადამიანების შეკრებას ავკრძალავდი, დიდი გოგო რომ ვიყო. ასევე, ალკოჰოლის და თამბაქოს მიყიდვას 21 წლამდე.

ბევრი წლის წინ, დოლიძის ქუჩაზე, 7 წლის შვილი გავაგზავნე სიგარეტზე და ქალმა, რომელიც ყიდდა, არ მიცსა ბავშვს და გამოაბუნძულა უკან. ხოდა მე დღესაც მახსოვს ის ქალი, რომელიც თვალით არ მინახავს და მადლიერი ვარ მისი, რომ მომარტყა ცხვირში ჩემი სიზარმაცე და უპასუხისმგებლობა. და დღესაც ვნანობ, რომ მაღაზიაში მისვლა და მადლობის თქმა დავიზარე მაშინ.''

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცო​დნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა...“

„დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა...“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დეპრესიაზე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„რა არის დეპრესია? ზოგს უბრალოდ უხასიათობა ჰგონია და ახლობელს, რომელიც სიცოცხლეში მონაწილეობის ძალას კარგავს, ადექი, ნუ ზარმაცობ, თავი ხელში აიყვანეო, ეუბნება. როგორ აგიხსნათ რამდენად სერიოზული პრობლემაა დეპრესია, რამდენად მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, ისე, რომ არ გამოგტენოთ ტერმინებით და გემოთი გაგრძნობინოთ მისი არსი? არ ვიცი, მოვნახე თუ არა სწორი ფორმა, მაგრამ იქნებ შეძლოთ წარმოდგენა, - დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა. ფსიქოთერაპიის მიზანი, - გვამის გამოდევნა, „მშობიარობა".

წყარო: ფსიქოლოგია და რელიგიათმცოდნეობა

წაიკითხეთ სრულად