Baby Bag

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია...'' - ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია...'' - ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე კოვიდ დადებითია და უკვე მე-4 დღეა ვირუსს ებრძვის. გთავაზობთ მის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია. მეჩვენება რომ გრავიტაცია ჩემს სხეულზე 5-ჯერ ძლიერად მოქმედებს და ძალიან მაგრად ექაჩება სადღაც. განსაკუთრებით ფეხები და წელი ვერ უძლებს.
ცოტა მახველებს. როცა ინჰალატორია ჩართული, ყურსასმენებს ვიკეთებ, ვითომ არ მესმის. გადასხმა არ მჭირდება, ვსვამ პლაქვენილს. ყოველ დილით სისხლის აღება აუცილებელია, ექიმებთან კომუნიკაცია მინიმალური. მედდა ლალი ისევ ენერგიულად დაქრის, ან არ ეძინება ან არ იღლება?! სიცხე რომ არ გვაქვს, ისე გვაქებს, ვითომ ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
გვერდით ერთი წლის ბავშვია და ვერ ვიტან სავალდებულო პროცედურები რომ უწევს, ვერ იგებს რას ერჩიან, ბავშვები არ უნდა ხვდებოდნენ აქ!
ტელეფონი დამივარდა, რირშახის ტესტივითაა ეკრანზე უშველებელი ლაქა, ხან ღამურად აღვიქვამ, ხან გაბრაზებულ ზაზუნად (უნდა ვიკითხო ხომ მშვიდობა მაქვს), ვარაუდით ვწერ ტექსტებს.
ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე 6 ნაბიჯია, ნახევარი ჩემია.
დილით 
Levan რეკავს ყავა მოგენატრებოდაო და ამომიგზავნა ნამცხვრებთან ერთად, გემო თითქოს გავიგე, მგონი ბრუნდება. ვიჯღნავლე- ლევანის ცოლი ექიმია აქ და თავზე აყრია საქმე, ამ დილით სამსახურში რომ მიდიოდა ორივე და ჩემი ყავა გაახსენდათ, კია საჯღნავლი.
აქ ზოგადად ძალიან გულჩვილი ხდები, დღეში რამდენჯერმე ვტირი გარანტირებულად. ხან მოწერილ გამამხნევებელ მესიჯებზე, ხან გარედან შემოსულ, ცოცხალი ქალაქის ხმაზე, ხან კირას კითხვაზე 'დე მალე მოხვალ თუ არა-მალე' და მე რომ უნდა ვუთხრა 'არა-მალე', ხან გაურკვევლობაზე. ვიკა ბუკიას ირინკამ მომიკითხა და ღნავილით მოვკვდი, რაღაცნაირი სევდიანი კავშირი რომ გვაქვს, მარტო ჩვენი, კორონული...
ჩემი კოვიდმეზობელი ნინო კარგადაა, თავისი კლასტერიდან დაურეკეს წეღან: '-კორონა როგორა ხარო?' იგუდებოდნენ სიცილით. მერე იმან იქედან თავისი კოვიდ მეზობელი გვაჩვენა 62 წლის ქალი, საწოლზე ყირაზე იდგა, ფეხები კედელზე შემოელაგებინა და იქნევდა - ვარჯიშობსო, ისევ ვიცინეთ.
უელბეკს ვკითხულობ, მაგრამ მინდა 'სამხრეთული სპილო' არ მქონდეს წაკითხული და ახლა, აქ ვკითხულობდე. ან გორგილაძეს ქონდეს რამე ახალი გამოცემულული. ქართული ამბები მინდა, ეს ევროპები ძალიან შორია ამ ნაცრისფერი პალატიდან.
კახელების იუმორი აქ რომ დავაფასე კი გითხარით. ნინო დგას გუშინ ფანჯარასთან, გარეთ იყურება... გამომხედა ცოტა ნაწყენმა 'დღესაც ღამდებაო' - ისევ ვუგუდებით... ასე ვიცინით, ვიდრე გაგვახსენდება რა საქმეზე ვართ აქ ორივე.''

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე ნაკლები დაგვიფიქსირდება, ან თუნდაც 38, არ ვიღებთ სიცხის დამწევ საშუალებებს! - ექიმის რეკომენდაციები Covid-19-ის ბინაზე მკურნალობის დროს

თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე ნაკლები დაგვიფიქსირდება, ან თუნდაც 38, არ ვიღებთ სიცხის დამწევ საშუალებებს! - ექიმის რეკომენდაციები Covid-19-ის ბინაზე მკურნალობის დროს

ექიმი ნანა სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს რეკომენაციებს Covid-19-ის ბინაზე მკურნალობის დროს. ექიმის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

ძალიან ბევრი ადამიანი, ნაცნობი, მეზობელი მწერს დაბნეული, არ იცის, როგორ მოიქცეს და გადავწყვიტე ყველა დეტალი, რაც მნიშვნელოვანია დავწერო კოვიდ დადებითებისთვის, როგორ უნდა მოიქცნენ სახლში მკურნალობის დროს.
თავდაპირველად შეგახსენებთ სიმპტომებს ესენია:
  • მთლიანი სხეულისა და კუნთების ტკივილი
  • თვალების წვა და ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • გულის რევის შეგრძნება ან პირღებინება
  • ფაღარათი
  • სურდო ან იშვიათად გაჭედილი ცხვირი
  • წვა შარდვისას
  • მაღალი ტემპერატურა
  • ყელის სიმშრალე ფხაჭვნა ან ტკივილი
(არასრული ჩამონათვალია, რადგან დროდადრო მეტი სიმპტომები ჩნდება, როგორებიცაა: სისხლჩაქცევები უმეტესად ბავშვებში კანზე. ასევე გამონაყარი. ყურების დაგუბება.)
დაინფიცირების მე-4-დან მე-8 დღემდე გრძელდება მეორე ანუ ანთების ფაზა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
  • გემოს და სუნის შეგრძნების დაკარგვა
  • დაღლილობის შეგრძნება უმნიშვნელო მოძრაობისას
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში ან თირკმლის არეში
  • შეეცადეთ, არ აგერიოთ დაღლილობის შეგრძნება სუნთქვის უკმარისობაში.

​დაღლილობისას ადამიანი ასრულებს მარტივ მოძრაობას და მაშინვე იღლება, ხოლო სუნთქვის უკმარისობის დროს მჯდომარე მდგომარეობაშიც კი აღინიშნება ქოშინი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება.

მე-9 დღიდან იწყება მესამე ფაზა ანუ გამოჯანმრთელების ფაზა, რომელიც მე-14 დღემდე გრძელდება.

როგორც ირკვევა, კორონავირუსის PH მერყეობს 5.5 დან 8.5 მდე. მოკლედ რომ ავხსნა, მჟავა ტუტოვანი თანაფარდობას ორგანიზმში ეწოდება PH.

​მჟავის და ტუტეს სწორი პროპორციისას სისხლის ph უნდა იყოს ოდნავ ტუტოვანი 7.3 ანუ კოვიდის დროს ჩვენი წონასწორობა ირღვევა და მიდის გამჟავებისაკენ. ამ დიაპაზონის ნებისმიერი გადახრა იწვევს მრავალ დაავადებას და არასასურველ გამოვლინებას. ამიტომ სასურველია ვიკვებოთ ალკანილური საკვებით. ასეთი ხილის მაგალითებია:
  • ბანანი, ლაიმი PH 9.5
  • ყვითელი ლიმონი ph 8.2
  • ავოკადო ph. 15.6
  • მანდარინი ph 8.5
  • ფორთოხალი ph 9.2
  • ანანასი ph 12.7

​ახლა რაც შეეხება ქმედებებს, რომლებიც ზოგადად ყველამ იცის, მაგრამ შეიძლება დაიბნეს და ვერ შეასრულოს ან არასწორად შეაფასოს მდგომარეობა.
1. ხშირად გაიზომეთ სიცხე! მინიმუმ დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ მიუხედავად შეგრძნებისა, გაქვთ თუ არა. როგორ ვიქცევით თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე ნაკლები დაგვიფიქსირდება, ან თუნდაც 38? არ ვიღებთ სიცხის დამწევ საშუალებებს! მხოლოდ თბილ სითხეებს ვსვამთ და ისევ ვაკონტროლებთ სიცხეს.
2. თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღალია, მივიღებთ სიცხის დამწევ პრეპარატს: პარაცეტამოლი ან მისი შემცველი კომერციული დასახელების პრეპარატები.
თუკი 4 დღის განმავლობაში ტემპერატურა 38 და ზევით დაფიქსირდება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფილტვის ქსოვილში იწყება ანთებითი ცვლილებები (მაგრამ არც ეს არის საპანიკო). საჭირო ხდება ოჯახის ექიმთან დაკავშირება, რომელიც გადაწყვეტს რენტგენი გჭირდებათ თუ კომპიუტერული ტომოგრაფია.
P.S თუ ექიმი ჩათვლის, რომ თქვენ კოვიდ ინფექციასთან ერთად შეიძლება გქონდეთ ბაქტერიული ინფექციაც, ამ შემთხვევაში დაგინიშნავთ ანტიბიოტიკს! მინდა კარგად გაიაზროთ, რომ კოვიდ-19 ვირუსის დროს და ნებისმიერი ვირუსის დროს ანტიბიოტიკების მიღება მით უმეტეს თვითნებურად, დაუშვებელია, რადგან ანტიბიოტიკი ებრძვის ბაქტერიას და არა ვირუსს!!!
ნუ მიიღებთ!
დაიმახსოვრეთ: „ანტიბიოტიკებს იღებს ის კოვიდინფიცირებული, ვისაც კოვიდთან ერთად ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკი უჩნდება“ და ამას მხოლოდ ექიმი აფასებს და წყვეტს.
შემდეგი საკითხი ეხება სითხეების მიღებას. ძალიან მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მიიღოთ 1.5 დან 2.5 ლიტრამდე სითხე. მაგრამ სითხეში არ იგულისხმება ალკოჰოლი, გაზიანი ან შაქრიანი სასმელები ან თუნდაც ენერგეტიკული. კარგი იქნება სუფთა წყალი, სახლის კომპოტები, ბულიონი..
განსაკუთრებით თუ გაქვთ ფაღარათი, რაც ხშირად ვლინდება კოვიდის დროს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზმი მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე ჩვეულებრივ. ფაღარათის დროს სითხესთან ერთად ელექტროლიტებსაც კარგავთ, რაც შეიძლება შეივსოთ ეგრედწოდებული რეჰიდრონით. ეს არის მინერალების და ელექტროლიტების კომბინაცია.. იხსნება ნელ-თბილ წყალში და საკმაოდ ნორმალური დასალევია.
P.S გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება ბევრი სითხე! ამიტომ სასურველია მიმართოთ ექიმს და ჰკითხოთ, როგორ ჩანაცვლდეს ეს პუნქტი.
შემდეგი და ძალიან მთავარი ეხება ფიზიკურ აქტივობას ავადობის დროს. თუ გაქვთ კერძო სახლის ფუფუნება, შეგიძლიათ, ისეირნოთ, გაავარჯიშოთ ქვედა კიდურები, რადგან კუნთები ეხმარება ვენებს უკეთ ფუნქციონირებაში. ფიზიკური აქტივობა მსუბუქი ვარჯიში სისხლის შედედებას უშლის ხელს, ასევე თრომბოემბოლიის და თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა გამოგივათ. კარგია, თუ კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ ანალიზს სახელად „კოაგულოგრამა“, რაც აჩვენებს სისხლის მდგომარეობას თრომბოციტების მდგომარეობას, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში. თუკი კოაგულოგრამაში გამოჩნდება ცვლილებები, რაც ამ ვირუს ხშირად ახასიათებს, ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას თრომბოასპირინის მიღებაზე. მაგრამ თქვენით თუ არ გაქვთ სამედიცინო განათლება ნუ მიიღებთ პრეპარატს.
ბოლოს.. თავის სიმშვიდისათვის რომ ვაკონტროლოთ სისხლში ჟანგბადის შემცველობა, არსებობს ასეთი სახელწოდების ხელსაწყო სატურატორი. პულსოქსიმეტრი იყიდება აფთიაქებში. რომელსაც გაიკეთებთ თითზე და დაეწერება თქვენი სუნთქვა რამდენად შეესაბამება ნორმას.
ნორმა კი ასე მერყეობს:
-95 - 99% დიაპაზონში შეგიძლია მშვიდად იყოთ
94 დან ქვემოთ მით უარეს 85 თუ დაინახავთ და ამ დროს სუნთქვის უკმარისობაც აღენიშნებათ აუცილებლად მიმართეთ კლინიკას.
P.S ერთ-ერთი სიცოცხლისათვის საშიში სიგნალი რაც კორონავირუსს ახასიათებს, ეს არის გართულების შემთხვევაში სუნთქვის უკმარისობა. სწორედ ესაა პირველი მანიშნებელი, რითაც უნდა ამოვიცნოთ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და აუცილებლად მივმართოთ კლინიკას!
ჯანმრთელობას გისურვებთ!
ნ.სხილაძე

წაიკითხეთ სრულად