მოუმზადეთ შვილებს საუზმეები, სადილები.
გაუხუხეთ პურები.
დაუსხით ჩაი.
როცა შეჭამენ, დარეცხეთ მათი ჭიქები, თეფშები.
აალაგეთ შვილების საწოლები.
გადაუწმინდეთ მტვერი საწერი მაგიდიდან.
გამოუგავეთ ოთახები.
გაფინეთ თოკებზე მათი ტანსაცმელი.
რატომ?
აბა წარმოიდგინეთ თქვენი თავი,
რამდენჯერ გიოცნებიათ უკვე დიდებს, ნეტა, საწოლი ვინმემ ამილაგოს.
ნეტა, საუზმე ვინმემ მომიმზადოს.
ნეტა, სარეცხი ჩემს მაგივრად სხვამ გარეცხოს.
ნეტა, იატაკი არ მქონდეს მოსაწმენდი,
ნეტა, ვინმე დამახვედრებდეს სახლში ცხელ სადილს...
აი, ამიტომ.
ჰოდა, შევარგოთ შვილებს ბავშვობის რამდენიმე წელი და გავუკეთოთ ის, რისი გაკეთებაც მათ მთელი ცხოვრება მოუწევთ, დაღლილებს და დაქანცულებს.
და აქვე, ძალიან გთხოვთ, ნუ მომიყვებით თეორიებს აღზრდის მეთოდებზე.
ადრეული ასაკიდანვე შრომის მიჩვევასა და მის სიკეთეებზე.
და კიდევ აქვე:
მადლობა დედას, რომ შემარგო ბავშვობა.
წყარო: მწერალ ნინო თარხნიშვილის ფეისბუქი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)