,,კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) - საზღვრის შემჩნევაა. ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა - ,,რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".
შეიძლება არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მძაფრადაც აკრიტიკებდე - მეტიც, თუ საჭიროებაა, ეს შენი ვალია კიდეც - მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე. წარმოუდგენელი და ამაზრზენი.
ბატონ ცერცვაძეს და ცხადია, სხვა დანარჩენ, ათასობით პაციენტს, უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ''.
ავტორი: გიორგი კეკელიძე
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
საშიშია თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის?
საშიშია თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის? - აღნიშნულ თემაზე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.
მისი თქმით, ეს არის ის საკითხი, რომელზეც მსოფლიო მეცნიერები ცდილობენ პასუხის გაცემას:
,,მსოფლიო მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალ შტამში მუტაცია არ არის იმდენად დიდი და ძველისგან არ განსხვავდება იმდენად, რომ მასზე არ იმოქმედოს უკვე შექმნილმა ვაქცინამ და არ იმოქმედოს იმ იმუნიტეტმა, რომელიც კოვიდგადატანილ პაციენტებს აქვთ,'' - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.