,,კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) - საზღვრის შემჩნევაა. ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა - ,,რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".
შეიძლება არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მძაფრადაც აკრიტიკებდე - მეტიც, თუ საჭიროებაა, ეს შენი ვალია კიდეც - მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე. წარმოუდგენელი და ამაზრზენი.
ბატონ ცერცვაძეს და ცხადია, სხვა დანარჩენ, ათასობით პაციენტს, უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ''.
ავტორი: გიორგი კეკელიძე
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ჭეშმარიტება ხომ ღვთისაკენ მიმავალი გზაა... ვისწავლოთ ამ გზით სიარული, ეს გზა ყველას ერთად გადაგვარჩენს“ - ლევან რატიანის ემოციური პოსტი
პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში წერს ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ექიმის ჩანაწერს MomsEdu.ge გთავაზობთ:
„საოცარია ეგ გარემო, არ ვიცი, ვინ რისთვის? მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, დავიღალეთ ამდენი ქაოსით! პანდენიამ და ამდენმა ტკივილმაც ვერ გვასწავლა ერთმანეთის დაფასება და სიყვარული. არადა, როგორ შეგვიძლია ერთმანეთის კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ... დღეს არ არის დრო ერთმანეთის სიბოროტეზე ფიქრის და ქმედების! მიდით, აკეთეთ სიკეთე რა... ეს სჭირდება ხალხს დღეს... ერთად შევცვალოთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი სასიკეთოდ... სიყვარული და სიკეთის კეთება გადაგვარჩენს ამ ჟამიანობისას... გავუფრთხილდეთ ერთმანეთს... ჭეშმარიტება ხომ ღვთისაკენ მიმავალი გზაა... ვისწავლოთ ამ გზით სიარული... ეს გზა ყველას ერთად გადაგვარჩენს... მიდი რა შეიგნე... ქაოსი არ გვინდა... გვაცალეთ სიცოცხლე რა...“ წერს ლევან რატიანი.