,,კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) - საზღვრის შემჩნევაა. ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა - ,,რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".
შეიძლება არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მძაფრადაც აკრიტიკებდე - მეტიც, თუ საჭიროებაა, ეს შენი ვალია კიდეც - მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე. წარმოუდგენელი და ამაზრზენი.
ბატონ ცერცვაძეს და ცხადია, სხვა დანარჩენ, ათასობით პაციენტს, უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ''.
ავტორი: გიორგი კეკელიძე
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ'' - პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი დამაიმედებელი ვაქცინის შესახებ საუბრობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მესამე ფაზაში ვაქცინა ძალიან დიდ რაოდენობაზე იყო გამოცდილი, ეფექტიანობამ კი მაღალი შედეგი აჩვენა. ჟურნალისტის კითხვას, რომ ნაჩქარევად შექმნილმა ვაქცინამ ხალხში შესაძლოა, უნდობლობა გამოიწვიოს, პაატა იმნაძემ შემდეგნარიად უპასუხა - ,,ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ''.
მან ასევე ისაუბრა, დღეს არსებულ ეპიდსიტუაციასა და აღნიშნა, რომ მოსაზრება, თითქოს, რაც უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება COVID-19-ით, ვირუსი ძალას კარგავს, არ არის რეალური.