როგორ შევამციროთ ბავშვებში კომპიუტერზე დამოკიდებულება - აღნიშნულ თემაზე ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს.
მისი თქმით,
„დღევანდელი ეპოქა ისედაც ძალიან დინამიურია და ამ ტექნოლოგიური საშუალებებით ჩვენი ტვინის ბომბარდირება ხდება ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციით, რაც ადრე არ იყო. ამას ემატება მრავალფეროვანი გაჯეტების ყოველწლიური ახალ-ახალი მოდელების გამოშვება და ბავშვების მათთან ურთიერთობა სულ ჩვილობის ასაკიდან, რაც ტვინზე, რომელიც არ არის მიჩვეული ასეთ რამეებს, არ მოქმედებს კარგად. ბავშვის ტვინი მიჩვეულია განვითარებას რეალურ და არა ვირტუალურ სამყაროში. სწორედ ამიტომ 2 წლამდე ბავშვმა რეალურ სამყაროსთან უნდა იურთიერთოს...“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.
იხილეთ ასევე:
„მშობლები ხშირად მეკითხებიან, უნდა შეაღვიძონ თუ არა ბავშვები პამპერსის გამოსაცვლელად...“
„ადამიანები, ვისაც ნამდვილი სიყვარული არ განუცდია, გეკამათებიან...“
როგორ დავეხმაროთ შვილებს, გახდნენ უფრო წარმატებულები