Baby Bag

„როდესაც ვინმე საკუთარ დედას აგინებს და ამას პიროვნულ ღირსებადაც მიიჩნევს, ყველა ბრძოლაში, რომელიც საქართველოს გადაუხდია, მტრის მხარეს იბრძვის“

„როდესაც ვინმე საკუთარ დედას აგინებს და ამას პიროვნულ ღირსებადაც მიიჩნევს, ყველა ბრძოლაში, რომელიც საქართველოს გადაუხდია, მტრის მხარეს იბრძვის“
როდესაც ვინმე საკუთარ დედას აგინებს და ამას პიროვნულ ღირსებადაც მიიჩნევს (რა შემაძრწუნებლად ბევრნი არიან!), ყველა ბრძოლაში, რომელიც საქართველოს გადაუხდია, მტრის მხარეს იბრძვის. საუკუნეთა განმავლობაში ხმლის ყოველი მოქნევა ჩვენ წინააღმდეგ მის სინდისზეა.

​საკუთარი მშობლის შემგინებელი ღმერთის შემგინებელიც არის - ეს კი ერთადერთ უპატიებელ ცოდვად მიიჩნევა.

​ვინც დედაზე გონებაში ასეთ უკეთურ ფიქრსაც კი გაიელვებს, საკუთარ თავსაც შეურაცხყოფს, რადგან ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება და უარყოფს.

​რა ბითური, საწყალი და სამყაროს წინაშე დამცირებული ხარ შენ, ვინც თუნდაც ამწუთას წარმოთქვი საშინელი სიტყვები, რომლებისაც რიყეზე დაგდებულ უკანასკნელ ქვასაც რცხვენია!

​მხოლოდ ისევ დედა თუ შეუნდობს საკუთარ შვილს ასეთ მკრეხელობას.

​თუ ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ არარაობაა, ეს მას შეღავათს არ აძლევს არც დროისა და არც მარადისობის წინაშე.

​ასეთები წესიერი საზოგადოებისგან მხოლოდ ზიზღს იმსახურებენ.

​თუმცა, ყველა დედის სახელით, სიკეთესთან დაბრუნების ერთი შესაძლებლობა მათაც ეძლევათ.

​მეტი - არა.

​წყარო: ფილოლოგ გია მურღულიას სოციალური ქსელი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბედი გაბედვაა, ჯერ ნატვრის და შემდეგ ცდის“ - ნათია ფანჯიკიძე ბედობაზე

„ბედი გაბედვაა, ჯერ ნატვრის და შემდეგ ცდის“ - ნათია ფანჯიკიძე ბედობაზე

„დღევანდელ დღეს ხომ ხალხურად ბედობა ჰქვია, რაც რა თქმა უნდა, შტერობაა, თუმცა მხოლოდ ერთი მხრივ, რადგან მეორე მხრივ, თვითპროგრამირების მადლი შეგეწევათ თუ კარგად მოუსმენთ ამ დღეს თქვენს სურვილებს, გონებაში გაელვებულ ოცნებებს, რა განწყობის შექმნას ცდილობთ, რის დაბედებას, რა ნატვრა გაგირბენთ ფიქრში. თქვენი სურვილები იდეალური გზაა თქვენივე თავის და თქვენს ცხოვრებაში რეალური დეფიციტების აღსაქმელად. თამამად იფიქრეთ ყველაზე ველურ ოცნებაზეც კი, ისეთზეც, რომ გამოთქვათ, "გიჟი" რომ ეგონებით ვინმეს, ჯერჯერობით უხმო ფიქრები არავის ესმის და გიჟი რომ ხართ, სხვა ვერ მიხვდება, თქვენ თვითონ კი ეს ხომ ისედაც იცით. შემდეგ მხოლოდ ერთი რამ მოგეთხოვებათ, ამ შტერ, გამოგონილ დღესთან ერთად არ დაივიწყოთ ეს სურვილები და ზეძალებს არ შეატოვოთ, თქვენვე არ უღალატოთ მათზე ფიქრს. ბედი გაბედვაა, ჯერ ნატვრის და შემდეგ ცდის.“


ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე



წაიკითხეთ სრულად