Baby Bag

ოქტომბრიდან თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

ოქტომბრიდან თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქს კიდევ 5 საბავშვო ბაღი შეემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლადაშენებულ საბავშვო ბაღებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ. ამასთან, შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

„მინდა, ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო მოსახლეობას: 2019 წლის შემოდგომიდან (ოქტომბრიდან) დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება. როგორც იცით, ჩვენ ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავაანონსეთ. ხუთი უკვე მშენებლობის პროცესშია, უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება. ორი მათგანი შენდება გლდანის მეექვსე და მერვე მიკრორაიონებში, ერთი დიღმის მასივში, ერთიც ფონიჭალაში და ერთი ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე. ჯამში, ამ ბაღების მშენებლობის ბიუჯეტი დაახლოებით, 11 მლნ ლარი. ახალი ბაღების გახსნის შედეგად, თბილისში კიდევ 1500 -მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. ჩვენ ვიცით, რომ დიდია მოთხოვნა, შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ აღსაზრდელებს და მათ მშობლებს,“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

საბავშვო ბაღ ,,ლარდი”- ში საშემოდგომო ფესტივალი ჩატარდა

საბავშვო ბაღ ,,ლარდი”- ში საშემოდგომო ფესტივალი ჩატარდა

საბავშვო ბაღ ,,ლარდი”- ში საშემოდგომო ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბაღის აღსაზრდელების ხელნაკეთი ნივთების და ბაღის პარტნიორი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საქველმოქმედო საქმიანობას. (ფოტოები)

საბავშვო ბაღი ლარდი ეს არის ადგილი, სადაც სწავლა გართობასთან ასოცირდება!

ბაღის ჰოლისტური საგანმანათლებლო მიდგომები, სასწავლო-სააღმზრდელო თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური და ენთუზიაზმით სავსე სპეციალისტებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული ბავშვის სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას.

საგანმანათლებლო პროცესები დაფუძნებულია შემოქმედებითობასა და თამაშზე, რაც ,,ლარდში'' გატარებულ ყოველ დღეს, პატარებისთვის ჯადოსნურ მოგზაურობად აქცევს!

ბაღი არ ზოგავს რესურსებს მაღალი ხარისხის უზრუნველსყოფად, რადგან ეს ბავშვების ნათელი მომავლისთვის გაკეთებული ინვესტიციაა!

ვიზიტის დასაჯავშნად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: ​https://shorturl.at/jtxBF ან დარეკოთ ნომერზე - 599 64 64 59

R.

წაიკითხეთ სრულად