შეგახსენებთ, რომ თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყო.
რეგისტრაციის ამ ეტაპზე შესაძლებელია ყველა იმ ბავშვის რეგისტრაცია, ვინც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.
რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია:
- დაბადების მოწმობის ასლი
- 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული)
- ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
- მშობლების პირადობის მოწმობის ასლი