Baby Bag

„სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ“ - კახა კალაძე

„სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ“ - კახა კალაძე

„მომავალი წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს შრომითი ანაზღაურება გაეზრდებათ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში ეს თანხა გათვალისწინებულია:

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხელფასების მატება ცენტრალიზებულად მოხდება. პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს მომატებული ხელფასები ექნებათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობებზე, მათი ხელფასი შრომის შესაბამისი არ იყო. აღნიშნული თანხა, რა თქმა უნდა, მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

საბავშვო ბაღებში სწავლების პროცესის განახლება 1-ლი მარტიდანაა დაგეგმილი

საბავშვო ბაღებში სწავლების პროცესის განახლება 1-ლი მარტიდანაა დაგეგმილი

საბავშვო ბაღებში სწავლების პროცესის განახლება 1-ლი მარტიდანაა დაგეგმილი - აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

მაია ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული

„საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - დასძინა მაია ცქიტიშვილმა.

წაიკითხეთ სრულად