Baby Bag

მშობლებს ბაღების აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის სახლში წაღება 14 დღეში ერთხელ შეეძლებათ

მშობლებს ბაღების აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის სახლში წაღება 14 დღეში ერთხელ შეეძლებათ

„საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი დაფასოებული პროდუქტების გაცემა მოხდება 14 დღეში ერთხელ, ეს შესაძლებელი იქნება ხუთშაბათიდან,“ - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროდუქციის ჩამონათვალი შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან, ნუტრიციოლოგისტებთან. 

„პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა აღსაზრდელების მშობლებს. პროცესი განხორციელდება მოხალისეთა ჩართულობით. რა თქმა უნდა, სრულად იქნება დაცული ჰიგიენის და უსაფრთხოების წესები და შექმნილ ვითარებაში, როდესაც ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს, შეძლებისდაგვარად, არცერთ ბავშვს, არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე და მშობლები შეძლებენ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას 14 დღეში ერთხელ, ორი კვირის მარაგის, რათა ქონდეთ საშუალება ამ პროდუქტით თავად მოუმზადონ სადილი პატარებს. ბავშვები ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება,“ - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მცირეწლოვანი ბავშვი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

ამ დროისთვის სოფელში ეპიდემიოლიგები მუშაობენ. 11 ადამიანს ბიოლოგიური ნიმუში უკვე გაგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. რაც შეეხება წყაროს, მისი დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.


წაიკითხეთ სრულად