Baby Bag

საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლების საყურადღებოდ!

საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლების საყურადღებოდ!

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. 

,,თბილისის მერის ინიციატივა, ყველა აღსაზრდელისთვის განკუთვნილი პროდუქტების პაკეტის გადაცემის თაობაზე, განხორციელების პროცესშია. პროდუქტების გაცემა ბაღებში 19 მარტს დაიწყო და როგორც ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ყველა განცხადებაშია აღნიშნული, პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს. საკვები პროდუქტები გადაეცემა, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ყველა აღსაზრდელის ოჯახს, ვინც, ამის სურვილი გამოთქვა.


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დედაქალაქში ფუნქციონირებს 181 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000 ბავშვი იღებს.

პროდუქტების გადაცემისას, ადგილზე დეზინფექციის ჩატარება აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, მშობლები შეზღუდული რაოდენობით გამოცხადდნენ, ამ გზით გამოირიცხება ახლო კონტაქტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის ეს აუცილებელია.

ძვირფასო მშობლებო, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბავშვო ბაღში ბაღების ადმინისტრაციასთან შეთანხმებულ დროის მონაკვეთში გამოცხადდით, ასევე, თავი შეიკავეთ სააღმზრდელო დაწესებულებაში თვითნებურად მისვლისგან,'' - ნათქვამია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო სკოლებში გამოცხადებული არდადეგები ეხებათ თუ არა მასწავლებლებს - განათლების სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში გამოცხადებული არდადეგები ეხებათ თუ არა მასწავლებლებს - განათლების სამინისტროს განმარტება
მას შემდეგ, რაც საჯარო სკოლებში კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო ​საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა​Momsedu.ge-ს არაერთი მასწავლებელი დაუკავშირდა კითხვით - არდადეგები მათაც ეხებათ თუ მხოლოდ მოსწავლეებს?

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, სკოლებში არდადეგები ყველასთვის გამოცხადდა:
„როგორც მოგეხსენებათ, 29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა. სკოლებში არდადეგები ყველასთვის გამოცხადდა. თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლებში აუცილებელია იმყოფებოდენენ ის პირები, რომლებიც მეთვალყურეობას გაუწევენ სადეზინფექციო პროცესს.
გამომდინარე იქიდან, რომ დაწყებულია ​პირველკლასელთა რეგისტრაცია, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელია სკოლებში იმყოფებოდნენ მოსწავლეთა მშობლებთან საკონტაქტო პირები,“ - უთხრეს ​Momsedu.ge-ს სამინისტროს პრესსამსახურში.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

წაიკითხეთ სრულად