Baby Bag

საჯარო ბაგა-ბაღებში არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია

საჯარო ბაგა-ბაღებში არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება, - ამის შესახებ ​yts.ge-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს. რაც შეეხება არდადეგების ხანგრძლივობას, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ არდადეგები, სავარაუდოდ, 15 იანვარამდე გასტანს:

„ბაგა-ბაღებში ბოლო სააღმზრდელო დღე 28 დეკემბერი იქნება, სააღმზრდელო პროცესი კი, სავარაუდოდ 15 იანვარს განახლდება. არდადეგების შესახებ ბრძანება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ბაღებში დასვენების პერიოდი სკოლის არდადეგების პერიოდს დაემთხვევა,“ - განაცხადეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვარის ჩათვლით ​გაგრძელდება