Baby Bag

ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება

ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება

„ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება,“ - აღნიშნულის შესახებ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირაკლი ზარქუას თქმით, საკრებულოს ერთერთი რეკომენდაცია იყო ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა, თუმცა, არსებობს ზღვრული ჭერი, სადაც მიმდინარე სოციალური ხარჯები არის შესული და იმის ზემოთ ვერ ადის მინუციპალიტეტი.

„ბაღის მასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მცდელობა, თქვენ იცით, რომ ერთ-ერთ რეკომენდაციაში შედიოდა. თუმცა, ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგან ჩვენ გვაქვს ზღვრული ჭერი, სადაც მიმდინარე სოციალური ხარჯები არის შესული და იმის ზემოთ ვერ ავდივართ. ესაა საერთაშორისო ნორმით განსაზღვრული და სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ამ მოცემულობის მძევლები ვართ", - დასძინა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს იწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს იწყება. 

პროცესის დაწყებამდე, საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინეთ ბაგა-ბაღის ადმინისტრაციაში. 

თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები იხილეთ ბმულზე: პასუხები

წაიკითხეთ სრულად