Baby Bag

შემიძლია თუ არა ბაღიდან ბაღში ბავშვის გადაყვანა? - პასუხი ხშირად დასმულ კითხვაზე

შემიძლია თუ არა ბაღიდან ბაღში ბავშვის გადაყვანა? - პასუხი ხშირად დასმულ კითხვაზე

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღიდან ბაღში გადაყვანა, ანუ მობილობა, თბილისის ბაღებში ​არ ხდება

უწყების ცნობით, იმისათვის, რომ შეცვალოთ სააღმზრდელო დაწესებულება, საჭიროა მიმართოთ ბაღს, სადაც ჩარიცხულია ბავშვი და მოითხოვოთ მისი გარიცხვა ან მიბრძნდეთ ბაღების სააგენტოში და იქ დაწეროთ განცხადება ბავშვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ბავშვის ხელახალ რეგისტრაციას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს დაიწყო. სააგენტოს ინფორმციით, რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 22 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება რეზერვში მოხვედრის თაობაზე. ადგილის გამოჩენის შემთხვევაში ეტაპობრივად მოხება მომლოდინეთა რეგისტრაცია.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ვერ მოახერხეთ ბავშვის რეგისტრაცია სასურველ ბაღში - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მშობლებს მიმართავს

თუ ვერ მოახერხეთ ბავშვის რეგისტრაცია სასურველ ბაღში - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მშობლებს მიმართავს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მშობლებს მიმართავს. გთავაზობთ მათ განცხადებას:

​„ძვირფასო მშობლებო, თუ ვერ მოახერხეთ ბავშვის რეგისტრაცია სასურველ ბაღში, 22 ივნისიდან მიმართეთ კონკრეტულ სააღმზრდელო დაწესებულებას და დატოვეთ განაცხადი ბავშვის სარეზერვო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით.

თუ ოჯახს აქვს კონკრეტული სოციალური სტატუსი, უნდა წარადგინოთ შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი.

ადგილობრივი მცხოვრებლების შემთხვევაში, ოჯახმა სარეზერვო განცხადებას თან უნდა დაურთოს არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი.

გაითვალისწინეთ, რომ სარეზერვო სიაში, ისევე როგორც პირველი ეტაპის რეგისტრაციისას, განსაზღვრულია კონკრეტული პრიორიტეტული კატეგორიები.

სააღმზრდელო დაწესებულებაში მისვლისას, სავალდებულოა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის არსებული რეკომენდაციების დაცვა,“ - აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად