Baby Bag

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგებს აქვეყნებს. 
ცენტრის ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად სტუდენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე ​online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი.

​შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). ტესტის მაქსიმალური ქულაა 42.

​სახელმწიფო ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა, რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით, გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ​ავრცელებს.

სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ ​გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.

წაიკითხეთ სრულად