განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა სიას აქვეყნებს.
შეიძლება დაინტერესდეთ
ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი იწყება
„გასწორება ელექტრონულად მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან სპეციალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი გასასწორებლად მესამე სპეციალისტს გაეგზავნება,“ - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
წელს დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს დანიშნულ დღეს საგამოცდო ცენტრში მისვლა. გამოცდაზე გამოყენებული ტესტები კონკრეტულ საგანში ყველა სესიის, მათ შორის, დამატებითი სესიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველადი შედეგების გამოცხადებას ეტაპობრივად დაიწყებს. მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დასრულებისთანავე შეიტყობენ.