Baby Bag

როგორ მოვიქცეთ კვირის განმავლობაში ისე, რომ სურვილები ავიხდინოთ

როგორ მოვიქცეთ კვირის განმავლობაში ისე, რომ სურვილები ავიხდინოთ

მიხეილ ცაგარელი ტრადიციულად ყოველ ორშბათს კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს. 

მისი თქმით, სიყვარულისთვის საუკეთესო პერიოდი დგება, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები მოიმატებს. 

ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანი როგორ უნდა მოიცეს, რომ პრობლემები აიცილოს თავიდან. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად