Baby Bag

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

სტუდია „გიბლის“ მიერ გადაღებული დრამა „ციცინათელების სამარხი“, რომელიც ომის საშინელებებს აღწერს, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ანიმე ობოლი და-ძმის მძიმე ხვედრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

„1945 წლის 21 სექტემბერი, ეს არის დღე, როდესაც მე მოვკვდი,“- ამბობს ფილმის მთავარი გმირი სეიტა. ეს სულისშემძვრელი ფრაზა მთავარი გმირების ბედს ანიმეს დასაწყისისშივე გვამცნობს.

კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა „ციცინათელების სამარხს“ ომის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უწოდა.

ნებისმიერი ომის დროს ტრაგედია გარდაუვალია. იაპონური ანიმე სწორედ იმ საშინელი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვებმა მათ ქალაქზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ გადაიტანეს. იმპრესიონისტული ეფექტებით მდიდარი შედევრი აცოცხლებს ადამიანებზე ომის გავლენის დამანგრეველ ძალას.

კინოკრიტიკოსები ლეგენდარული ანიმეს მთავარ დანიშნულებად ადამიანებში ჰუმანისტური დამოკიდებულებების გაღვივებას და მომავალი ომების პრევენციას მიიჩნევდნენ. ფილმი მეორე მსოფლიო ომის მეტაფორაა და ბევრად მეტია, ვიდრე ორი მთავარი გმირის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. ის შედევრია არა იმიტომ, რომ სევდიანი დრამაა, არამედ იმ გაკვეთილის გამო, რომელსაც ის გვასწავლის.

წყარო: ​Bbc.com

შეიძლება დაინტერესდეთ

ფილმი მასწავლებელზე, რომელიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს

ფილმი მასწავლებელზე, რომელიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს

​MomsEdu.ge გთავაზობთ ფილმს, რომელიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს. 

ფილმი, სახელად ,,ჩანაცვლება" 2011 წელს არის გამოშვებული და მთავარ როლს ყველასთვის ცნობილი მსახიობი ედრიან ბროუდი თამაშობს. 

ფილმის შინაარსი ასეთია:

სამი კვირის განმავლობაში, კოლეჯის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და მასწავლებლების ცხოვრებას ერთერთი მასწავლებლის - ჰენრი ბართსის თვალით დანახულს გვიჩვენებს. ის დიდხანს ერთ ადგილას ვერ ჩერდება და როდესაც მორიგ სკოლაში გააგზავნიან, სამი სხვადასხვა ქალის დახმარებით, ის ცდილობს სასტიკ სამყაროში მშვენიერება იპოვის.

ფილმი იხილეთ ბმულზე - ,,​ჩანაცვლება''

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად