Baby Bag

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

სტუდია „გიბლის“ მიერ გადაღებული დრამა „ციცინათელების სამარხი“, რომელიც ომის საშინელებებს აღწერს, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ანიმე ობოლი და-ძმის მძიმე ხვედრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

„1945 წლის 21 სექტემბერი, ეს არის დღე, როდესაც მე მოვკვდი,“- ამბობს ფილმის მთავარი გმირი სეიტა. ეს სულისშემძვრელი ფრაზა მთავარი გმირების ბედს ანიმეს დასაწყისისშივე გვამცნობს.

კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა „ციცინათელების სამარხს“ ომის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უწოდა.

ნებისმიერი ომის დროს ტრაგედია გარდაუვალია. იაპონური ანიმე სწორედ იმ საშინელი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვებმა მათ ქალაქზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ გადაიტანეს. იმპრესიონისტული ეფექტებით მდიდარი შედევრი აცოცხლებს ადამიანებზე ომის გავლენის დამანგრეველ ძალას.

კინოკრიტიკოსები ლეგენდარული ანიმეს მთავარ დანიშნულებად ადამიანებში ჰუმანისტური დამოკიდებულებების გაღვივებას და მომავალი ომების პრევენციას მიიჩნევდნენ. ფილმი მეორე მსოფლიო ომის მეტაფორაა და ბევრად მეტია, ვიდრე ორი მთავარი გმირის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. ის შედევრია არა იმიტომ, რომ სევდიანი დრამაა, არამედ იმ გაკვეთილის გამო, რომელსაც ის გვასწავლის.

წყარო: ​Bbc.com

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ პარასკევი საღამოს სახლში გატარება გინდათ, ამ ფილმს ჩაუჯექით

თუ პარასკევი საღამოს სახლში გატარება გინდათ, ამ ფილმს ჩაუჯექით

თუ დამღლელი კვირის შემდეგ პარასკევი საღამოს სახლში გატარება გინდათ და არ იცით, თავი როგორ შეიქციოთ, ამ ფილმს ჩაუჯექით. 

​​Moms.ge ორსკარზე ნომინირებულ მელოდრამა „ბრუკლინს“ გთავაზობთ.

როგორია ფილმის შინაარსი?

ელის ლეისის არ უნდა მშობლიური ირლანდიური სოფლის დატოვება, მაგრამ მაინც მიემგზავრება ამერიკაში სამუშაოს საძებნელად. ბოლოსდაბოლოს ელისი დამკვიდრდება ბრუკლინში. ის თანდათან ინკურნება მშობლიური ირლანდიის ნოსტალგიისგან და სიამუვნებით სუნთქავს თავისუფლების ჰაერს. ამასთან ერთად ელისს შეუყვარდება საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი და თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ახალი ამბები ირლანდიიდან აიძულებს მას დაბრუნდეს სამშობლოში, სადაც დაუახლოვდება სხვა მამაკაცს. ელისი იძულებულია გააკეთოს არჩევანი ორ სიყვარულს შორის.

ფილმი იხილეთ ბმულზე - „ბრუკლ​ინი“


წაიკითხეთ სრულად