Baby Bag

ასე დათესილი ჯეჯილი სააღდგომო სუფრას განსაკუთრებით გაგიხალისებთ

ასე დათესილი ჯეჯილი სააღდგომო სუფრას განსაკუთრებით გაგიხალისებთ

​როდის უნდა დაითესოს ​ჯეჯილი რომ მწვანედ აბიბინებული იყოს, ამის შესახებ უკვე შემოგთავაზეთ ​სტატია.  

ახლა მოგიყვებით ტრადიციულის გარდა, კიდევ რა ფორმით შეგიძლიათ დათესოთ ჯეჯილი, რომ სააღდგომო სუფრა განსაკუთრებით გაახალისოთ. 

აიღეთ კვერცხი, მოატეხეთ თავი და დაცალეთ შიგთავსისგან

 

გამორეცხეთ ნაჭუჭი და ჩაყარეთ მასში მიწა ან ჩააფინეთ ბამბა და მოაყარეთ ჯეჯილი 

 

დააასხით წყალი (მცირე რაოდენობით), დადგით თბილ ადგილას

 

მოხატეთ კვერცხები თქვენი გემოვნებით

წყარო: 5 minute craft

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო კალორიები არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება კალორიული პროდუქტი ისე მოამზადო, რომ დანაყრდე და წონაში არ მოიმატო,“- ნატა გაგუა

„მარტო კალორიები არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება კალორიული პროდუქტი ისე მოამზადო, რომ დანაყრდე და წონაში არ მოიმატო,“- ნატა გაგუა

დიეტოლოგმა ნატა გაგუამ ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჯანსაღი პროდუქტების მოძიება საქართველოში ნამდვილად შესაძლებელია, თუ მოვინდომებთ:

„ჯანსაღ კვებას რაც შეეხება, ხშირად მოუწერიათ ჩემთვის სოციალურ ქსელში: „თქვენ ჯანსაღ კვებაზე რომ საუბრობთ, სად არის ეს ჯანსაღი პროდუქტები?“ მე ვთვლი, პირადად ჩემი, როგორც რიგითი მომხმარებლის გამოცდილებიდან, რომ დღეს, ​თუ ძალიან გვინდა, ვპოულობთ ჯანსაღ პროდუქტებს, საქართველოში გვაქვს ამის ფუფუნება. შეიძლება ისე მოამზადო ეს პროდუქტი, რომ საერთოდ დაუკარგო ის დადებითი თვისებები. შეიძლება კალორიული პროდუქტი აიღო და ისე მოამზადო, რომ დანაყრდე კიდეც და წონაში არ მოიმატო.“

ნატა გაგუას თქმით, კალორიები არაფერს ნიშნავს, მთავარია როდის და რამდენს მივირთმევთ:

„მარტო კალორიები არაფერს არ ნიშნავს. ყველი თურმე არ შეიძლება. ყველი შეიძლება, გააჩნია როდის, რამდენი და რასთან ერთად. ახლა ბევრმა უკვე ამოიღო ცხოველური საკვები. ასეთი ტენდენცია წამოვიდა. თუ ზრდასრულია ადამიანი, არც ეს არის საშიში. ​აქაც მთავარია ზომიერება, რომ ადამიანმა გააზრებულად მოიფიქროს თავისი რაციონი, რომ არ დაკარგოს ცილები, არ დაუვარდეს ჰემოგლობინი. ბუნება ამის ფუფუნებას გვაძლევს. ბუნებაში ყველა პროდუქტი რაღაცით გამორჩეულად კარგია.“

ნატა გაგუას თქმით, თუ ბავშვს წონაში დაკლება უნდა, ეს ცუდი არ არის, თუ ის უფროსების იძულებით არ მისულა აღნიშნულ დასკვნამდე:

„ბავშვი სარკეა. ის ან დედას ბაძავს, ან დეიდას. რატომ უნდა გახდომა არ იცის, მაგრამ კარგი რომაა იცის. ცუდი არ არის, რომ ​ბავშვს უნდა კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს როგორ იქნება მიწოდებული, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ არჩევანი მისია, ეს მაშინ სწორია. თუ ეს მოხვეულია თავზე, მოჰყავს დედას იძულებით და ბავშვი საერთოდ არ გისმენს, მაშინ ჯერ ბავშვი უნდა გამოიყვანონ ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან.“

„ორგანიზმი თუ ტკბილს გთხოვთ, ეს კარგია. ე.ი. ის გკარნახობთ, არ გაქვთ გათიშული კავშირი. როდესაც ​ადამიანი გრძნობს გარკვეულ პროდუქტებზე, შოკოლაზე, ყველზე, რომ ვერ აკონტროლებს, უნდა დააწესოთ თქვენი წესები. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც მინიმალური დოზები. თუ შოკოლადია ბევრი, ხილი შეგიძლიათ იმ დღეს შეამციროთ. თუ ცომი გინდათ იმ დღეს, ცომში ბევრი ქრომია და სასარგებლოა ხანდახან, თეთრი პურიც დასაშვებია. პურის საერთოდ ამოღება არ შეიძლება. უსაფუარო პური ამ დროს უფრო ეფექტიანია. დედას პურში, მაგალითად, არის საფუარი, რომელიც ძალიან ჯანსაღად ითვლება, თან გემრიელია და კარგად ანაყრებს. ყველა ჯანსაღი პროდუქტი, თუ ის სწორად არის მომზადებული, ანაყრებს კარგად. თუ სწრაფად გშივდება, ეს იმის ნიშანია, რომ პროდუქტი და კერძი მოკლებულია იმ მთავარს, რის გამოც ბუნებაში გვაქვს ეს შიმშილის გრძნობა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნატა გაგუამ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე GDS”


წაიკითხეთ სრულად