Baby Bag

როგორ ჩავიფიქროთ 19 აპრილს (სავსემთვარეობას) სურვილები სწორად

როგორ ჩავიფიქროთ 19 აპრილს (სავსემთვარეობას) სურვილები სწორად

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სავსემთვარეობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს სავსემთვარეობაა!

მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, პოზიტიური განწყობა, ნუ გადაიღლით თავს, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქო-ემოციურად.

მოჭარბებული ენერგიები მშვიდად მართეთ, პოზიტიური შინაგანი განწყობა შეიქმენით და მშვიდად განვლეთ ეს დღე.

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, ასევე შეიკავეთ თავი ამ დღეებში ოპერაციებისგან, სხვადასხვა სახის სამკურნალო - სამედიცინო პროცედურებისგან, თუ რა თქმა უნდა გადაუდებელი არ არის...

სავსემთვარეობის დღეს ძალიან კარგია დაუმთავრებელი საქმეების დ ა გ ე გ მ ვ ა ( დაწერეთ ფურცელზე) და შემდეგი 15 დღის მანძილზე ეს გეგმა მარტივად განხორციელდება.

20 აპრილიდან მოიშორეთ ზედმეტი ნივთები, ნუ კვებავთ თქვენი სასიცოცხლო ენერგიებით ძველ ნივთებს!!! მოერიეთ თავს და გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ დ ი თ! 

ძალიან კარგია ლოცვა!!! ლოცვა ყოველთვის კარგია ეს ყველამ ვიცით, მაგრამ განსაკუთრებით ასეთ პერიოდებში ჩვენივე თავისთვის არის შვება, ლოცვა...

გაუგზავნეთ სამყაროს უდიდესი სიყვარული და მადლიერება უფალს ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს ა თ ვ ი ს !

გისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს, სიკეთეს და სამყაროს საჩუქრებს...“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად