დღეს საქართველოს საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. სკოლის დასრულებას აღნიშნავენ 51-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელებიც, რომლებმაც ორი წლის წინ 2 თანაკლასელი დაკარგეს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შვილს სკოლის დამთავრებას ემოციური პოსტით ულოცავს:
„დღეს, 2019 წლის 20 მაისს, შენი კლასი და სკოლა ბოლო ზარს ზეიმობს!!! არშემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ, მამი, იმიერ საქართველოში!!!“ - წერს ზაზა სარალიძე.
2017 წლის 1-ლ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს დაიღუპა.